დავით ნარმანია ისნის რაიონში საგზაო სამუშაოებს გაეცნო
საზოგადოება - 14:03, 17 Apr, 2016     1716

თბილისის მერი დავით ნარმანია ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. კაპიტალურად კეთდება მარტყოფის შესახვევი, განთიადისა და ბეღლეთის ქუჩები. ძველი, გაუვალი საფარის ნაცვლად, დაიგება ახალი ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები.

ადგილობრივების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დავით ნარმანია მათ სხვა საკითხების მოგვარებასაც დაპირდა.

დავით ნარმანია, ისნის რაიონის გამგებელ ვახტანგქ იზიყურაშვილთან, კეთილმოწყობის სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და გამგეობის სხვა თანამშრომლებთან ერთად მრევლიშვილის ქუჩაზეც იმყოფებოდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ ქუჩებზე რამდენიმე ათეული წელია საგზაო სამუშაოები არ ჩატარებულა.

„ისნის რაიონში ვხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით მათ საჭიროებებს. ასევე, მიმდინარეობს იმ სამუშაოების მონიტორინგი, რომლებსაც რაიონული გამგეობა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს. მიმდინარე საგზაო სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება და ამით ადგილობრივი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება “,-განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42