გასული ღამე 50-მა სტუდენტმა შენობაში გაატარა.
სტუდენტები კვლავ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და დაშლას არ აპირებენ. ძალაში რჩება ოდეერების საკითხის შესწავლისა და თვითმმართველობის გაუქმების საკითხებიც.
როგორც „ნიუპოსტს“ ,,აუდიტორია 115»-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ განუცხადა ისინი პრემიერის შეხვედრამდე გააგრძელებენ აქციას. „ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი მოთხვოვნა ეს არის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მოთხოვნები, მოკლევადიანი მოთხოვნაა არის ის რომ სასწრაფოდ უნივერსიტეტის შიგნით ყველა მონსტრი ბიუროკრატიულ სტუდენტური სტრუქტურა გაუქმდეს და სასწრაფოდ შეიცვალოს აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობა და შერჩევის წესი. ხოლო ჩვენი გრძელვადიანი მოთხოვნაა, პრემიერ მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში განათლების ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდეს, განსაკუთრებული ჩვენი ინტერესის სფერო არის მეცნიერების გაძლიერება და პროფესორთა ხარისხის უზრუნველყოფა, ამაზე მინისტრს თუ არა აქვს ხედვა ეს ნიშნავს, რომ მომავლის ხედვა არ არსებობს “- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
დღის მეორე ნახევარში უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია-კონცერტის გამართვას აპირებენ, რომელსაც ის მომღერლები და ცნობილი სახეები ჩაატარებენ, ვინც სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






