კახეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერები აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს გაეცნენ.
დღეს, თელავში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “აგროდაზღვევის“ პროექტის ხელმძღვანელი ლევან მაღრაძე კახეთის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდა. პროექტის მენეჯერმა შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამაში შესული ცვლილებები წარუდგინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 2 წელი მიმდინარეობს.
2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა.-მდე მიწის ნაკვეთი, თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.
მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.
აგროდაზღვევისპროგრამისმიზანიააგროსექტორშისადაზღვევობაზრისგანვითარებადასასოფლო–სამეურნეოსაქმიანობისხელშეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები






