დუბაიში მოკლული 25 წლის ქართველი გოგონას მკვლელის ვინაობა ცნობილია
კრიმინალი - 23:01, 16 Apr, 2016     22249
დუბაიში მოკლული 25 წლის ქართველი გოგონას მკვლელის ვინაობა ცნობილია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შიშველი ქალის ცხედარი ავტობუსის გაჩერების სიახლოვეს იყო დაგდებული. არსებული ინფორმაციით, მკვლელობამდე ქალი გააუპატიურეს.

„გალფ ნიუსის“ ცნობით, მკვლელობის შესახებ პოლიციას დაღუპულის მეგობარმა აცნობა.

ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მყოფმა ქალმა სამართალდამცველებს, უთხრა, რომ მისი მეგობარი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს და მოკლეს. მედიის ცნობით აღნიშნული გოგონა მხოლოდ ქართულად საუბრობს და მასთან კონტაქტის დამყარებისთვის თარჯიმანი მიიყვანეს.

დუბაის პროკურატურაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან. დუბაის მთავარი პროკურორის განცხადებით, დანაშაულებრივ ქმედებაში ერთზე მეტი ეჭვმიტანილია.

მოკლული გოგონას საქმესთან დაკავშირებით ადგილობრივმა სამართალდამცავებმა 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. ეჭვმიტანილი არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოქალაქეა, – ამის შესახებ გამოცემა „კვირას“ ქუთაისელი გოგონების მეგობარმა ვახტანგ ქოთუაშვილმა განუცხადა.

„ბიჭი დაკავებულია. იგი არაბეთის მოქალაქეა და დაახლოებით 30 წლამდე ასაკისაა. ეს ტრაგედია კამათს მოჰყვა. კამათის მიზეზი არ ვიცი. როგორც ვიცი, ნინიმ და იმ ბიჭმა იკამათეს. იმან ხელი ჰკრა და ნინი ძირს დავარდა. თავი დაუზიანდა. თავი ჰქონდა გატეხილი. სასწრაფო გაჩერებაზე მყოფებმა გამოიძახეს. თუმცა, არ ვიცი, ნინი როდის გარდაიცვალა, შემთხვევის ადგილზე, გზაში თუ საავადმყოფოში. შემთხვევის შემდეგ, ფიქრია, ნასვამი, პოლიციაში წასულა. ამას თავად ფიქრიაც ადასტურებს, რომ იმ დროს ნასვამი იყო. იგი დაკავებული არ არის. ის დუბაის პოლიციის განყოფილების საავადმყოფოშია მოთავსებული და თავს კარგად გრძნობს. გუშინ ფიქრიასთან თარჯიმანი (მეგი) იყო. ფიქრია ამბობს, რომ მათ იკამათეს და ბიჭმა ხელი ჰკრა. ნინი ძირს დავარდა. თავი ჰქონდა გატეხილი. ფიქრიას ხვალ დაჰკითხავენ. ხვალვე ცნობილი გახდება ფიქრიას ალკოჰოლზე ანალიზის პასუხიც, რადგან იმ ღამით ის ნასვამი იყო. ანალიზის შედეგის მიხედვით, ცნობილი გახდება, რა რაოდენობის ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული ფიქრიას, ან რაიმე ზედმეტი ხომ არ ჰქონდა მიღებული. შესაძლებელია, მან პოლიციის შენობა ხვალვე დატოვოს“ ,- ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ქუთაისელი გოგონების მეგობარი ვახტანგ ქოთუაშვილი.

მოკლული ქართველი გოგონას სამშობლოში გადმოსვენებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. როგორც ,,ნიუპოსტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. უწყების განმარტებით, ცხედრის გადმოსვენებისთვის საჭირო თანხებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42