დღეს აქცია უნივერსიტეტიდან დაიძრა და მთავრობის კანცელარიისკენ გადაინაცვლა. პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისვლას და კითხვებზე პასუხს ითხოვენ.
„ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი მოთხვოვნა ეს არის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მოთხოვნები, მოკლევადიანი მოთხოვნაა არის ის რომ სასწრაფოდ უნივერსიტეტის შიგნით ყველა მონსტრი ბიუროკრატიულ სტუდენტური სტრუქტურა გაუქმდეს და სასწრაფოდ შეიცვალოს აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობა და შერჩევის წესი. ხოლო ჩვენი გრძელვადიანი მოთხოვნაა, პრემიერ მინისტრმა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში განათლების ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდეს, განსაკუთრებული ჩვენი ინტერესის სფერო არის მეცნიერების გაძლიერება და პროფესორთა ხარისხის უზრუნველყოფა, ამაზე მინისტრს თუ არა აქვს ხედვა ეს ნიშნავს, რომ მომავლის ხედვა არ არსებობს “- განაცხადა სტუდენტმა.
აქციის მონაწილე სტუდენტების გადაწყვეტილებით, ისინი ღამით უნივერსიტეტის შენობაში დარჩებიან. იქ იმყოფებიან ”აუდიტორია 115”-ის სტუდენტები. შესაძლებელია, ხვალ აქცია-კონცერტიც გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები






