დაკავებული „ფორუმელის“ სულხან წულაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 22:16, 15 Apr, 2016     3636
დაკავებული „ფორუმელის“ სულხან წულაძის ოჯახი, რომელიც აშშ-ს ელჩის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო დააკავეს განცხადებას ავრცელებს. ოჯახის წევრების განცხადებით სულხან წულაძის მიწე ფორუმზე გახსნილი თემა ე.წ. ინტერნეტ ტროლინგს წარმოადგენდა. სულხან წულაძე დაკავების მომენტიდან თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს გამოძიებასთან, ამიტომ მისი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს

„მიმდინარე წლის 11 აპრილს, ინტერნეტ ფორუმის მომხმარებელმა სულხან წულაძემ (Spliyvi) თბილისის ფორუმზე (www.forum.ge) გახსნა "სახუმარო თემა", სადაც თითქოსდა ის ამზადებდა თავდასხმას საქართველოში აშშ-ს ელჩზე. მეტი დამაჯერებლობისათვის მან გამოიყენა Google Earth-იდან ამოღებული ფოტო, რომელიც აშშ-ს საელჩოს და მიმდებარე ტერიტორიის ადგილმდებარეობას ასახავდა. როგორც შემდგომში გაირკვა, სულხან წულაძემ შესაძლო თავდასხმის სცენარი გადმოიღო ცნობილი ამერიკული სერიალიდან "Homeland", სადაც მოქმედებები მის მიერ აღწერილი სცენარის ანალოგიურად ვითარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა მოახდინეს ადეკვატური რეაგირება და სულხან წულაძე დააკავეს. ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიც, კერძოდ: სულხან წულაძის საცხოვრებელი სახლის და სამუშაო ადგილის ჩხრეკა, პერსონალური კომპიუტერების, მობილური ტელეფონების, ელექტრონული მეხსიერების მატარებლების, პერსონალური მონაცემების დამუშავება და ა.შ. მიმდინარე წლის 14 აპრილს სულხან წულაძეს მთავარმა პროკურატურამ წარუდგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმას გულისხმობს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სულხან წულაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნის აუცილებლობა დაასაბუთა სამხილების განადგურების, მოწმეებზე ზეწოლის განხორციელების და პირის მიმალვის საშიშროების ალბათობის გამო. საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული ერთადერთი მტკიცებულება არის თბილისის ფორუმზე გახსნილი თემა, ხოლო სულხან წულაძე დაკავების მომენტიდან თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს გამოძიებასთან. სულხან წულაძის ოჯახის წევრები და მისი მეგობრები სრულად ვაცნობიერებთ მის მიერ ჩადენილი ქმედების არაეთიკურობას, თუმცა მიგვაჩნია, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში სრულად შეუსაბამო. ასევე ჩვენთვის გასაგებია, რომ ქართული, ასევე ამერიკული მხარისათვის საჭიროა გონივრული ვადა, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ საქმე გვაქვს ე.წ. ინტერნეტ ტროლინგთან, თუმცა ვთვლით, რომ საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად სულხან წულაძის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა სულხანს და მის ოჯახს. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საკითხის პოლიტიზირების საფრთხე და შესაძლოა გარკვეულმა პიროვნებებმა, ან პიროვნებათა ჯგუფმა მომხდარი საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენოს, უმორჩილესად ვთხოვთ თითოეულ ადამიანს, რომ ოჯახთან შეთანხმების გარეშე არ დაგეგმონ/განახორციელონ საჯარო აქტივობები, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ელფერი სდევდეს. თავის მხრივ, ოჯახი აქტიურად გადის კონსულტაციებს იურისტებთან და გარდა ამისა, მიმართავს კანონით დადგენილ ნებისმიერ საშუალებას სულხან წულაძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42