დაღუპულის ვინაობა არ სახელდება.
„გალფ ნიუსის“ ცნობით, მკვლელობის შესახებ პოლიციას დაღუპულის მეგობარმა აცნობა.
ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მყოფმა ქალმა სამართალდამცველებს, უთხრა, რომ მისი მეგობარი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს და მოკლეს. მედიის ცნობით აღნიშნული გოგონა მხოლოდ ქართულად საუბრობს და მასთან კონტაქტის დამყარებისთვის თარჯიმანი მიიყვანეს.
დუბაის პროკურატურაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან. დუბაის მთავარი პროკურორის განცხადებით, დანაშაულებრივ ქმედებაში ერთზე მეტი ეჭვმიტანილია.
"ნიუპოსტი" აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, არაბთა გაერთიანების საემიროებში საქართველოს საელჩოში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ შესულა.
"სამართალდამცავთა მხრიდან განცხადება ჩვენს საკონსულოში არ შემოსულა, თუმცა საქართველოს წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან"- აღნიშნეს "ნიუპოსტთან" საუბრისას საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები