ცხოველთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს შინაური ცხოველებისიდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით იდენტიფიცირებულია 1 736 964 სული მსხვილფეხა და 98 824 წვრილფეხა პირუტყვი. მსხვილფეხა პირუტყვისიდენტიფიკაციის პროცესი 2012 წლიდან დაიწყო, წვრილფეხა პირუტყვისა კი გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.
„იდენტიფიკაცია-რეგისტრაცის შედეგად პირუტყვის მეპატრონეს ექნება საშუალება, დაიცვას საკუთარი პირუტყვის ჯანმრთელობა, ისარგებლოს უფასო სახელმწიფო პროგრამებით, ჰქონდესსაკუთრების დამტკიცების შესაძლებლობა; აგრეთვე გამარტივდება პირუტყვის შეძენა-გაყიდვა და მისგან მიღებული პროდუქტების რეალიზება“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოსუფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ.
მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისას პირუტყვს უკეთდება საყურე ნიშანი; მონაცემები რეგისტრირდება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, რომელშიც თავსიყრის ინფორმაცია ცხოველის ჯანმრთელობის, ჩატარებული ვაქცინაციების და გადატანილი დაავადებების შესახებ.
სურსათის ეროვნული სააგენტო პირუტყვის მეპატრონეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, დამატებითი ინფორმაციისთვის კი მათ შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს ანდარეკონ ცხელ ხაზზე: 247 01 01.
მასალის გამოყენების პირობები






