ფონიჭალაში მომხდარი თავდასხმისას დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
კრიმინალი - 16:49, 14 Apr, 2016     2179
გუშინ ქვემო ფონიჭალაში მომხდარი თავდასხმისას დაჭრილი 47 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

როგორც მორიგე ექიმი ბესარიონ რევაზიშვილი აცხადებს პაციენტისთვის მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
„არის რბილი ქსოვილების დაზიანება კიდურის მიდამოში, გულ-მკერდის მიდამოში თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ რბილი ქსოვილების დაზიანების ნიშნებია. სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების დაზიანება არ ვლინდება. მისი ზოგადი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. იმყოფება მონიტორინგის ქვეშ “- განაცახადა ექიმმა.
დაზარალებულის ძმა კი აცხადებს, რომ დაზარალებულმა სატელეფონო საუბრისას თავად შეატყობინა, რომ ტყვიით მსუბუქად იყო დაჭრილი. მისივე ინფორმაციით, მისი ძმა თავდასხმის ადგილას მანქანას არემონტებდა, მომხდარის თვითმხილველი შემთხვევით გახდა და ძმის აღნიშნულ საქმესთან შემხებლობას გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში სამ მამაკაცს ცეცხლი მწვანე ფერის "ოპელის" მარკის ავტომობილიდან გაუხსნეს.
ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მესამე საავადმყოფოში გუშინვე გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს რუსეთში ბიზნესი ჰქონდათ, ამიტომ არ გამოირიცხება, რომ მკვლელობა სწორედ მათ საქმიანობას უკავშირდებოდეს. ასევე ცნობილია, ისიც, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი საქართველოში რუსეთიდან ორი დღის წინ დაბრუნდა. ადგილობრივების თქმით, თავადსხმა სწორედ ამ ადამიანზე განხორციელდა, მეორე კი სავარაუდოდ შემთხვევით მოკლეს.
მკვლელობა ავტოსახელოსნოში მოხდა, სადაც გარდაცვლილები ავტომობილის შესაკეთებლად იყვნენ მისული.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42