„სილქნეტი“ განათლებისთვის!
საზოგადოება - 14:14, 14 Apr, 2016     2287
უკვე მეხუთე წელია „სილქნეტი“ მომხმარებელს საგანმანათლებლო შემეცნებით პროექტ „საშინაო სკოლას“ თავაზობს. მასში შესულია 1–დან მე–12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო სახის ვიდეო–გაკვეთილები, რომელიც ექსკლუზიურად სილქნეტის სატელევიზიო სერვისის ნაწილია.


„საშინაო სკოლა“ მოიცავს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა–ქიმიის, ინგლისური ენის გაკვეთილებს. მომხმარებელი ირჩევს სასურველ საგანს, კლასს, შესაძლებლობა აქვს დააპაუზოს და გადაახვიოს თემა. თითოეული ვიდეო 15–20 წუთს გრძელდება. სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეს ერთ დღეში რამდენიმე საგნის სწრაფად მომზადებაში ეხმარება, ასევე შესაძლებელია საატესტატო გამოცდებისთვის მთელი მასალის 2 თვეში გადამეორება.

მარტივი მენიუ პატარა ასაკის მსმენელსაც კი საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად, უფროსის ჩარევის გარეშე, პულტის მეშვეობით, მოძებნოს სასურველი საგანი და თემა და ინდივიდუალურად მიიღოს ცოდნა და ასევე გაიაროს განვლილი მასალა. პროგრამა ერთნაირად პოპულარულია თბილისსა და რეგიონებში. განსაკუთრებით სასკოლო გამოცდების დროს, როცა სრული მასალის გადამეორება ესაჭიროება მოსწავლეს. SilkTV-ის „საშინაო სკოლის“ სერვისი ყველაზე ხელმისაწვდომი „რეპეტიტორია“ და გარდა იმისა, რომ ცოდნის ათვისების პროცესს ამარტივებს, მნიშვნელოვნად ზოგავს ოჯახის ბიუჯეტს.

სილქნეტმა თანამედროვე ყოფას მოარგო სასკოლო განათლების მიღების პროცესი. კონტენტს 2,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ჰყავს ათი ათასზე მეტი უნიკალური მომხმარებელი. პროექტში ჩართულია საგანგებოდ შერჩეული 50-მდე პედაგოგი.

ამ სერვისის მისაღებად საჭიროა SILK TV-ის მაუწყებლობით სარგებლობა. მიუხედავად მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტისა, „საშინაო სკოლა“ ხელმისაწვდომია ყველა აბონენტისთვის უფასოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42