ფესტივალი წელს მეორედ ტარდება და ეძღვნება წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. 4 დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ წიგნები დიდი ფასდაკლებით, დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს და მოისმინონ ცოცხალი მუსიკა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.
ფესტივალის ფარგლებში მკითხველებთან შეხვედრებს ჩაატარებენ:
1. დათო ტურაშვილი
2. ლაშა ბუღაძე
3. ეკატერინე ტოგონიძე
4. თამთა მელაშვილი
5. თამარ კვიჟინაძე
6. მერაბ ფიფია
7. ანა ჭაბაშვილი
ფესტივალის მთავარ სცენაზე კონცერტებს გამართავენ შემდეგი მუსიკოსები და ბენდები:
1. The BearFox
2. წერილი
3. მწვანე ოთახი
4. შოთა ადამაშვილი
5. Backwarmer
6. Soft Eject Systems
7. Lady Heroine
8. რეზო კიკნაძე
9. The Window
10. Blue Sun
11. The Black Marrows
თანამედროვე რეალობაში კითხვა ნაკლებად პოპულარულია, მისი ჩანაცვლება ხშირად ალტერნატიული აქტივობებით ხდება, რაც ნაკლებ ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს. წიგნიერების დონის ამაღლება და კითხვისადმი ინტერესის გაღვივების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება მასშტაბური სახის ღონისძიებებია. სწორედ ასეთს წარმოადგენს ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“, რომელიც 2016 წელს თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება.
ფესტივალი 2015 წელს, 22-24 მაისს თბილისის „ივენთ ჰოლში“ გაიმართა. მისი განმასხვავებელი ნიშანი და ამავე დროს წარმატების გასაღები კულტურის სხვადასხვა მიმართულების ერთ სივრცეში გაერთიანებაა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყვნენ გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, კაფეები. ფესტივალის მიმდინარეობისას ხდებოდა სხვადასხვა ავტორების და წიგნების წარდგენა, საჯარო ლექციები და კითხვა. დამთვალიერებლებს იმავე სივრცეში მუდმივად ჰქონდათ საშუალება მოესმინათ სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფებისთვის, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს და შოუებს. ფესტივალის სტუმარი ბავშვებისთვის ეწყობოდა კითხვის საათები, ხატვის და ხელოვნების გაკვეთილები.
სწორედ განსხვავებული და ახალი კონცეფციის გამო, ფესტივალს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მედიაში, აგრეთვე სოციალურ ქსელებში. მან დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრებსა და მონაწილეებს შორის. თბილისის შემდეგ ფესტივალმა თელავში გადაინაცვლა.
პროექტის შედეგად საფუძველი ჩაეყრება განსხვავებული კონცეფციის მქონე ფესტივალს, რომელიც კულტურის სხვადასხვა სფეროს დააკავშირებს ერთმანეთს, გაიზრდება კითხვისადმი ინტერესი და წიგნის დღე - 23 აპრილი მეტ შინაარს შეიძენს.
მასალის გამოყენების პირობები