გენდერული საკითხები და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა „ენერგო-პრო ჯორჯია-ში
საზოგადოება - 11:39, 14 Apr, 2016     1710

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ენერგეტიკის სექტორში გენდერული ბალანსის დაცვის ხელშეწყობის მიზნით, განაგრძობს პროექტების განხორციელებას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ გლდანისა და თემქის რაიონების ხუთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიების განხორციელებაში კომპანიას პარტნიორობა გაუწია არასამთავრობო ორგანიზაციამ World Vision. მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჯერ ეწვივნენ კომპანიის სასწავლო ცენტრს, ხოლო შემდეგ ზაჰესის ჰიდრო ელექტროსადგურს. პროექტში ჩართული იყო 15 მოსწავლე - 9 გოგონა და 6 ვაჟი.

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სასწავლო ცენტრში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია, სადაც მათ გააცნეს თუ როგორ შეუძლიათ ჩაერთონ პროფესიულ განათლებაში, რა მექანიზმები და ხელისშემწყობი პროგრამები არსებობს კომპანიაში მათი შემდგომი დასაქმებისა და კარიერის განვითარებისათვის. პრეზენტაციის შემდეგ, მოსწავლეებს ჩაუტარდათ გაცნობითი ექსკურსია ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე, სადაც მათ დაათვალიერეს ჰესის მართვის ფარი, სამანქანე დარბაზი და კაშხალი.

„ეს აქტივობა არის, კომპანიის სტრატეგიის ნაწილი - დარგში მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ხელი შეუწყოთ მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაცია გენდერული ბალანსის დაცვის თვალსაზრისით, რაც მიზნად ისახავს გოგონების ჩართულობის გაზრდას. მოტივაციის მიზნით, წარჩინებულ მოსწავლეებს ჩვენი პროექტის ფარგლებში ვთავაზობთ ყოველთვიურ სტიპენდიას და რაც მთავარია სწავლის დასრულების შემდეგ ვაძლევთ რეალური დასაქმების შესაძლებლობას ჩვენს კომპანიაში“ - განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.

ენერგეტიკის დარგში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, ენერგო-პრო ჯორჯია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და საქართველოში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42