"აუდიტორია 115" აქციებს იწყებს
საზოგადოება - 10:41, 14 Apr, 2016     2280

აუდიტორია 115 -ის წარმომადგენლები აქციების დაწყებას გეგმავენ. ამასთან დაკავშირებით სტუდენტებმა განცხადება მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მათი თქმით სამინისტროს მხრიდან მათთვის მიცემული პირობა არ შესრულდა და ისინი შაბათს, 16 აპრილს აქციას გამართავს.

“16 მარტს აუდიტორია 115-მა შეწყვიტა საპროტესტო აქციები იმ პირობით, რომ შესრულდებოდა ყველა მოთხოვნა, რომელიც აქციების მიმდინარეობისას წამოვაყენეთ.

არსებული რეალობით, განათლების სამინისტრო გვთავაზობს არა თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმებას, არამედ მის ჩანაცვლებას სხვა სახელის მქონე, ასევე ბიუროკრატიული და გარკვეულწილად იერარქიული ორგანოთი.

შეხვედრებზე მინისტრი ამბობდა, რომ მზად იყო გაეთვალისწინებინა სტუდენტების აზრი.

ჩვენ ვთანხმდებოდით, რომ სტუდენტებს არ სჭირდებათ პრეზიდენტები და თავმჯდომარეები, ერთი პრივილეგირებული ჯგუფი, რომელიც თანხას გასართობ ღონისძიებებში ხარჯავს მაშინ, როცა არ ხორციელდება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტები.

პროცესებმა აჩვენა, რომ განათლების სამინისტრო არის ორგანო, რომელსაც არ შეუძლია პროგრესული ცვლილებების განხორციელება. არსებობს ეჭვი, რომ სამინისტროზე მოხდა ზეწოლა ძალოვანი სტრუქტურების მიერ. სამინისტრომ ჯერ დააგვიანა კანონპროექტის გამოგზავნა, საბოლოოდ კი სტუდენტებს შესთავაზა კანონპროექტის სამუშაო ვარიანტი, რომელიც ფაქტობრივად, თვითმართველობის მხოლოდ “რებრენდინგს” ითვალისწინებს. სტრუქტურული ერთეული ისევ იარსებებს სხვა სახელით.

13 აპრილის შეხვედრა განათლების მინისტრთან უშედეგოდ დასრულდა, რადგან განათლების სამინისტრო არაა მზად გაითვალისწინოს ჩვენ მიერ შეთავაზებული მთავარი, თანასწორობის პრინციპი.

მოძრაობა #აუდიტორია115 არ შექმნილა ერთი კონკრეტული პრობლემის ირგვლივ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სტუდენტური თვითმმართველობები არ არიან სტუდენტების ინტერესების რეალური რეპრეზენტატორები. მსგავსი სტრუქტურის არსებობა განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების და ზოგადად, იმ მართვის ლოგიკის გაგრძელებაა, რომელიც უკიდურესად ცენტრალიზებულია და წლების წინ დაინერგა.

ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი მოქმედებებისა და მიზნების ლოკალიზებას მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობების მიმართულებით. სტუდენტური თვითმმართველობა არის უბრალო რგოლი ამ მანკიერი სისტემისა. ჩვენი დღის წესრიგი სწორედ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ უამრავ პრობლემაზე მუშაობაა.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:

1) მოვითხოვთ განათლების სისტემის სრულ რეფორმირებას და მეცნიერების პრიორიტეტად ქცევას, რაც გულისხმობს გარე რეფერირებას და სხვა საკითხებს;

2) სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმებას და წარმომადგენლობითი ფუნქციის გადაცემას საბჭოებში პირდაპირი წესით არჩეული სტუდენტებისთვის;

3) რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის ახალი, დემოკრატიული წესის შემუშავებას;

4) ოდეერების მიერ უნივერსიტეტების დაუყოვნებლივ დატოვებას;

სახელმწიფო და განათლების სამინისტრო ცდილობენ სტუდენტების მოტყუებას, რასაც ჩვენ არ/ვერ დავუშვებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ქვეყნისთვის განათლება არ გახდება პრიორიტეტული დარგი და არ განხორციელდება ძირეული ცვლილებები.

ჩვენ ვითხოვთ განათლების რეფორმას!“- აღნიშნულია სტუდენტების მიმართვაში.


შეგახსენებთ, მინისტრისა და აუდიტორია 115-ის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, მთავარი საკითხი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები იყო. სტუდენტები კანონპროექტის სამუშაო ვერსიას აპროტესტებენ და თვითმმართველობის ინსტიტუტის მთლიანად გაუქმებას ითხოვენ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი პროექტით მხოლოდ დასახელება იცვლება, აზრი კი იგივე რჩება. თვითმმართველობის მსგავსი სტრუქტურის გაუქმებას არ ეთანხმება მინისტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42