„ევას მდგომარეობა სტაბილურად კარგია. გონზეა, მეტყველებს. რაც ყველაზე მთავარია, ფეხებში მგრძნობელობა ნელ-ნელა მოუვიდა. ამდენი ხანი ამ სიახლეს ველოდებოდით და ღვთისა და ქართველი ექიმების წყალობით, სასწაული მოხდა. საავადმყოფოდან მაქსიმუმ ერთ კვირაში გამოწერენ და შემდეგ სარეაბილიტაციო კურსი ელის წინ… ორი თვე აქვს წოლითი რეჟიმი გამოწერილი. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. გარანტიები არის, რომ გაივლის...“
„სარკესთან“ საუბრისას, მამულიჩა ერთ ინფორმაციასაც ავრცელებს. მისი თქმით როგორც შეიტყო, ვიღაცეები დადიან და ევას დასახმარებლად ფულს აგროვებენ. „სოციალურ ქსელში მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ ჯობს, თქვენს ჟურნალში გამოქვეყნდეს. შორენა არანაირ დახმარებას არ ითხოვს. თუ რამე დასჭირდება, თავად გააკეთებს კომენტარს-ამბობს მამულიჩა.
წყარო: ჟურნალი „სარკე“
მასალის გამოყენების პირობები






