შალვა დადიანის ქ. N34/17 და N32-ში მდებარე უძველესი ისტორიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
საზოგადოება - 14:39, 13 Apr, 2016     2291

შალვა დადიანის და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაზე N34/17-ში მდებარე ისტორიულ საცხოვრებელ სახლს სრული რეაბილიტაცია და რესტავრაცია ჩაუტარდება. ასევე, გამაგრდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მომიჯნავედ, შალვა დადიანის ქ. N32-ში მდებარე შენობას.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, შალვა დადიანის ქ. N34/17 -ში მდებარე შენობის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტი „icomos საქართველოს“ მიერ შექმნა.

XIX საუკუნის შუა ხანებში აგებული სახლი, ქვემო კალას განაშენიანების უნიკალური ნიმუშია და ძველი ქალაქის გალავნის გოდოლ-ბურჯზეა აშენებული. ისტორიის თანახმად, სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ნაგებობად ითვლება და ძველი არქიტექტურის ღირსეულ ნიმუშს წარმოადგენს. შენობის განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი აჟურული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია. რეაბილიტაციის შედეგად, ისტორიული შენობა ძველი პროექტის მიხედვით აღდგება.

თბილისის განვითარების ფონდმა ორივე შენობის სარეაბილიტაციო- სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო წინადადებების მიღება იწყება 29.04.2016 00:00 საათზე და მთავრდება 04.05.2016 14:30 საათზე.

შალვა დადიანის ქ. 34/17 და N32-ის სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 1 640 570 ლარს შეადგენს.


სატენდერო პირობების ხილვა მომსახურების შესყიდვაზე შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე
https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge
დამატებითი ინფორმაციისთვის
2 47 00 14 info@tdf.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42