რა ხდება ტექნიკურ უნივერსიტეტში - მესამე ვადით არჩეული რექტორი და ადმინისტრაციის უფროსი
საზოგადოება - 21:49, 12 Apr, 2016     3090

რა ხდება თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში?! უმაღლესი სასწავლებლის ლექტორების ნაწილმა დღეს აქცია რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომისა და აკადემიური საბჭოს ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დაიწყეს. ოთხმა ლექტორმა კი შიმშილობა გამოაცხადა.

„ნიუპოსტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, გელა ტყეშელაშვილს ესაუბრა, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ. ტყეშელაშვილის განმარტებით, უნივერსიტეტში დარღვეულია კანონი, რომლის შედეგადაც ვერ ხორციელდება უმაღლესი სასწავლებლის სწორი მართვა.

პროფესორი მიიჩნევს, რომ არალეგიტიმური ხელმძღვანელობა უნივერისტეტის მენეჯმენტის სწორ გაძღოლას ვერ შეძლებს. საუბარია რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმღვანელის თანამდებობეზე მესამე ვადით დანიშვნა, რაც განათლების შესახებ კანონს სრულად ეწინააღმდეგება:

„აქციაში მონაწილეობს პროფესორების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლიანობასა და კანონიერებას ითხოვენ.

საუბარია უმაღლესი განათლების შესახებ კანონზე, რომელიც ითვალისწინებს, რომ რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიური საბჭოს წევრები ზედიზედ არჩეული შეიძლება იყვნენ ორი ვადით. ტექნიკურ უნივერსიტეტში აღნიშნული კანონი დარღვეულია, ეს არის საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო შემთხვევა, არსად მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ბატონი არჩილ ფრანგიშვილი რექტორის თანამდებობაზე მესამედ აირჩიეს. მესამე ვადით დაინიშნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთი კუპრაშვილი, ასევე მესამე ვადით არის არჩეული აკადემიური საბჭოს მინიმუმ 5 წევრი“, - აცხადებს ტყეშელაშვილი.

მისივე თქმით აქციის მონაწილეები უნივერსიტეტში კანონიერების აღდგენასა და რექტორის გადადგომას ითხოვენ:

„აქციის მონაწილეები კანონიერების აღდგენას ითხოვენ, რადგან მიგვაჩნია, თუ ხელმძღვანელობა არალეგიტიმურია, მის მიერ განხორციელებული მენეჯმენტი იქნება არაეფექტური. ზოგიერთი პროფესორი აცხადებს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლების დონის ამაღლება არის აუცილებელი. ნაწილი პროფესორებისა მიიჩნევს, რომ დახურული სივრცეა შესაქმნელი. ამ აქციის შემდგომ დაანონსდა, რომ ოთხმა პროფესორმა შიმშილობა გამოაცხადა. ისინი მოითხოვენ ტექნიკური უნივერსიტეტის მენეჯმენტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, ვითხოვთ რექტორის გადადგომას, აკადემიური საბჭოს არჩევნების თავიდან ჩატარებას, ვითხოვთ ადმინისტრაციის არალეგიტიმური ხელმძღვანელის გადადგომას“, - აღნიშნავს პროფესორი.

გელა ტყეშელაშვილმა რექტორის არჩევნების შემდეგ განათლების სამინისტროს წერილით მიმართა, რაზეც საპასუხოდ მიიღო, რომ უნივერსიტეტში კანონი არ დარღვეულა. ტყეშელაშვილი იმ დეტალებზე საუბრობს, რის საფუძველზეც შესაძლოა რექტორისა და ადმინისტრაციის უფროსის დანიშვნა მოხდა:

„განათლების სამინისტროში მე მქონდა შეტანილი წერილი. ვფიქრობ, რომ აქ არის ერთი ქსელი, რომელიც განათლების სამინისტროსთან შეხმატკბილებულია, სამინისტრო აკეთებს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რეგისტრაციას. რეგისტრაციაში თავიდან არ გაატარეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაგრამ შემდგომ ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი აიქნია და რექტორი სასწრაფოდ გაატარეს რეგისტრაციაში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არალეგიტიმურად არ ამტკიცებდა სამინისტრო, მაგრამ რექტორის დამტკიცებიდან ერთ კვირაში ისიც გაატარეს რეგისტრაციაში.

საჩივრით მივმართე განათლების სამინისტროს, რაზეც აბსურდული პასუხი გამცეს, რომ კანონი არ დარღვეულა, შემდგომ მომივიდა მეორე წერილი, რადგან ტექნიკური უნივერსიტეტი იყო არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირი და გადაკეთდა 2014 წელს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, ორჯერ ზედიზედ არჩევნები შედგება მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე ანუ 2014 წლიდან იწყება ათვლა. კანონში მითითებულია, სახელმწიფოს დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებელში და არა რომელიმე სამართლებრივი ფორმის უმაღლეს სასწავლებელში. ეს არის აბსურდული დასაბუთება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვერ აბამს თავს განათლების სამინისტრო მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რის შედეგადაც არღვევს კანონს“, - აცხადებს პროფესორი გელა ტყეშელაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

მისივე თმით, აქციის მონაწილე ლექტორები ცდილობენ სტუდენტები მოარიდონ პროტესტს, თუმცა, თუ ისინი აქციაში ჩართვას მოინდომებენ, მათ ვერ აუკრძალავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42