ხორცის გადამალვის ფაქტი N26-ე საბავშვო ბაღში - ბაღების სააგენტოს განცხადება
საზოგადოება - 19:50, 12 Apr, 2016     2570

ბაღების სააგენტო N26-ე საბავშვო ბაღში აღმოჩენილ დარღვევაზე განცხადებას ავრცელებს:

„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთხელ განაცხადა ბაღებში რეგულარული მონიტორინგის შესახებ, ასევე, ბაღის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაციები და გაფრთხილებები, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვლავ ფიქსირდება გადაცდომებისა და დარღვევების ფაქტები.

დღეს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, მორიგი შემოწმების დროს, თბილისის №26 ბაღში 5.300 კგ. გადამალული ფარშირებული საქონლის ხორცი აღმოაჩინა. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების კვების ბლოკში შესვლისას, მზარეულის თანაშემწე გადამალული ხორცის სამზარეულოდან ფარულად, უკანა გასასვლელიდან გატანას შეეცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო. შედგა მონიტორინგის აქტი, რომელშიც პროდუქტის გადამალვის ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა ბაღის დირექტორმა. თავის მხრივ, მზარეულის თანაშემწემ აღიარა, რომ ფარშირებული ხორცი გადამალული იყო. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მონიტორინგის სამსახურის დასკვნა დირექტორს უახლოეს დღეებში ჩაბარდება.

დარღვევიდან გამომდინარე, მენიუფაქტურით გათვალისწინებული პროდუქტი (ხორცი) სრულად არ იყო გამოყენებული, შესაბამისად, აღსაზრდელებმა ვერ მიიღეს დღიური რაციონით განსაზღვრული კალორაჟი.

აღსანიშნავია, რომ ეს საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გადამალვის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტი ხშირად ფიქსირდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთი შეხედვით მცირე რაოდენობით გადამალული საკვები მთლიანობაში მნიშვნელოვან რაოდენობას ქმნის, ზარალი კი დიდი ოდენობით თანხას შეადგენს.

№26 ბაღში ეს იყო განმეორებითი დარღვევა და პირველ შემთხვევაში, დირექტორს გამოეცხადა საყვედური.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ბაგა-ბაღებს რეგულარულად ამოწმებს და ნებისმიერ დარღვევა-ნაკლოვანებაზე შესაბამისად რეაგირებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42