„როცა კაცი ღალატობს, ის აყოლილია ჰორმონებს, როცა ქალი ღალატობს აუცილებლად შეყვარებულია“-ხატია სიჭინავა ოჯახურ ცხოვრებაზე
საზოგადოება - 18:10, 12 Apr, 2016     15836
ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე უკვე 5 წელია ცოლ-ქმარი არიან და მათ 3 ქალიშვილი, გაბრიელი, ევა და ოლი ჰყავთ. ოჯახური თანაცხოვრების ამ ეტაპზე წყვილი უკვე მეოთხე შვილის ყოლასაც გეგმავს და ალბათ მალე ამ ამბავსაც გავიგებთ. ყოფილი ტელეწამყვანი არასდროს მალავს მეუღლის მიმართ უდიდეს სიყვარულს და ხშირად სოციალურ ქსელშიც წერს ამის შესახებ. ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ხატიამ ოჯახური ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს ასეთი ურთიერთობა: ის მაფინანსებს, მე მივდივარ ბაზარში და ვყიდულობ პოდუქტებს - მომაქვს 50 კილო კარტოფილი, 20 კილო ხახვი და ასე შემდეგ, ანუ ერთი თვის მარაგი. პირველად რომ გავედი ბაზარში და ამდენი რაღაც ვიყიდე, გამყიდველები ჩემ უკან ჩემს ქმარს ეძებდნენ და გამეცინა. ყველაფერი თავად რომ წამოვზიდე, გაკვირვებულები მიყურებდნენ, თუმცა ახლა მცნობენ. ზოგიერთი ქალი ამის გამო ისტერიკას მოაწყობდა - რას ჰქვია, შენ არ მეხმარებიო. მე არ მაქვს ეს პრობლემა, ამის გამო უთანხმოებას არ ჩამოვაგდებ. არ სიამოვნებს ბაზარში სიარული?! რა პრობლემაა, მე ვივლი. თუკი სახლში რამეა შესაკეთებელი და არ სცალია, ვიძახებ ხელოსანს. არ მაქვს ის მომენტი - შენ კაცი ხარ და, გინდა თუ არა, გააკეთე... ჩემთვის მთავარია, რომ ყველაფერი მოწესრიგებულია, საჭმელი მაქვს, სასმელი მაქვს. არ სიამოვნებდა, სახლში რომ ვიჯექი, მიყიდა ბიზნესი, რომელშიც საერთოდ ვერ ვერკვეოდი - არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა მესწავლა და ასეც მოვიქეცი.

- ღალატთან დაკავშირებით როგორია შენი პოზიცია?

- როცა კაცი ღალატობს, ის აყოლილია ჰორმონებს; როცა ქალი ღალატობს - აუცილებლად შეყვარებულია. კაცის ღალატი შვილების ფსიქიკას იმდენ დარტყმას არ აყენებს, რამდენსაც ქალის, დედის. ქმარმა შეიძლება გიღალატოს და ისე იცხოვროთ მთელი სიცოცხლე ერთად, ვერაფერი გაიგო, მაგრამ ქალი ღალატის შემდეგ ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც იყო. როცა კაცი იჩენს საყვარელს, ამ დროს ოჯახი უკვე დანგრეულია და ცოლი უნდა წავიდეს სახლიდან. საყვარელი უკვე ნიშნავს იმას, რომ შენზე კარგი იპოვა და, შესაბამისად, შენ არ უყვარხარ, უსიყვარულო ოჯახს კი რა აზრი აქვს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჯობია, გაეყარო. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე ვიზამ. არ ვგულისხმობ ერთჯერად "გაგულავებას", მხედველობაში მაქვს საყვარლის თემა. რომ დავქორწინდით, ჩემს ქმარს თავიდანვე ვუთხარი: როცა უცხოეთში ბიჭებთან ერთად იქნები, მე ვერ დავინახავ, იქ რას აკეთებ და ის ჩემამდე ასი წელი არ მოვა, მაგრამ, საქართველოში ნურავის ათქმევინებ, რომ ბანძი ოჯახი გაქვს. შენმა ერთმა შეცდომამ, შეიძლება, ოჯახი გაგილანძღოს-მეთქი.

წყარო: „თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42