სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საზოგადოება - 17:43, 12 Apr, 2016     1941
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი თბილისის ღია უნივერსიტეტს სტუმრობდა. სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში კახა კახიშვილმა უნივერსიტეტში ინტერაქტიული შეხვედრა გამართა და სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

სტუდენტები სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმებით და იმ საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესდნენ, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა.

შეხვედრაზე უწყებაში განხორციელებული რეფორმები მიმოიხილეს, საუბარი შეეხებო მსჯავრდებულების/ბრალდებულების პირობებისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, პენიტენციური ჯანდაცვის სერვისებს, პენიტენციურ დაწესებულებებში განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობას.

სტუდენტებთან საუბრისას მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მსჯავრდებულების რისკების მიხედვით გადანაწილების მნიშვნელობა, რომელიც 2017 წელს დასრულდება. კახა კახიშვილის განცხადებით, რისკების მიხედვით დაყოფა საშუალებას იძლევა კრიმინალური სუბკულტურის მქონე პატიმრები გაიმიჯნონ იმ პატიმრებისგან, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში კონკრეტული შემთხვევების გამო მოხვდნენ.

„თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა საკმაოდ ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები გავაცანით, ამავდროულად ვისაუბრეთ გეგმებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშნველოვანია საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა მდგომარეობაა დღეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და პრობაციაშიც. კონკრეტულად რა სერვისები და პროგრამებია ხელმისაწვდომი მსჯავრდებულებისთვის. მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტებში აუცილებლად გაგრძელდება, რადგან როგორც დღევანდელმა შეხვედრამ ცხადყო, ინტერესი სტუდენტების მხრიდან დიდია.“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

სტუდენტები უწყების იმ ახალი ინიციატივებითაც დაინტერესდნენ, რომელიც მსჯავრდებულებს დასაქმებისა და შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს. კახა კახიშვილის განცხადებით სისტემის რეფორმირების პროცესში პირველ ეტაპზე 40-მდე კანონში შევიდა ცვლილება. გარდა ამისა, უკვე მზად არის და მალე დამტკიცდება ცვლილებათა კიდევ ერთი პაკეტი, რომლის თანახმად მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ დაწესებულებაში მათ მიერ დამზადებული ნაკეთობები ონლაინ მაღაზიის საშუალებით გაყიდონ.

„დღევანდელი შეხვედრა სტუდენტების სურვილი იყო და მათივე ინიციატივით გაიმართა. ძალიან საინტერესო იყო მინისტრის ხედვა იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ტარდება. ჩვენ სამინისტროსთან სტუდენტების სტაჟირების კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობთ, ამ მხრივ ბატონი კახა ყველანაირად უწყობს ხელს სტუდენტებს, რომ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ,“ - განაცხადა თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42