„სამართალი ითხოვს“ - არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის დღეიდან ახალ კამპანიას იწყებს. სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს აპროტესტებს. კოალიციას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს.
პრეზენტაციას არასამთავრობოებთან ერთად, კანონმდებლები და მთავრობის წევრები დაესწრებიან.
„საჭიროა სწრაფი, ეფექტური და უკომპრომისო ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს მართული სასამართლოს პრობლემას. გვაქვს სამი მოთხოვნა, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესის ცვლილება, საქმეთა განაწილების ელექტრონული წესის შემოღება გაცილებით ადრე, ვიდრე ამას ხელისუფლება აპირებს და შეიცვალოს მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების სისტემა, რომ ეს სისტემა არ გამოიყენებოდეს ურჩი მოსამართლეების დასასჯელად და სხვა მოსამართლეების ერთგულების მოსაპოვებლად“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






