"გურიის მოამბეს" ცნობით, დაჭრილია ერთი და დაშავებულია რამდენიმე პირი.
დაჭრილი ამ წუთებში ზოურგეთის "მედალფას" კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ქუჩურ გარჩევას ადგილი არ ჰქონია, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ 38 წლის რევაზ მახარაძემ თვითდაზიანება მიიყენა. სამინისტროს ცნობით მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით.
თუმცა შს სამინისტროს ინფორმაციას არ ეთანხმებიან დაზარალებულის მეზობლები,
"გურიის მოამბესთან" საუბარში მეზობლები კატეგორიულად გამორიცხავენ თვითდაზიანებას და აცხადებენ, რომ ინციდენტი მახარაძის საცხოვრებელ სახლში რომ მომხდარიო, იარაღის გასროლის ხმას ისინი აუცილებლად გაიგებდნენ, რადგან ჩოხატაურის ჩუქაზე მჭიდრო დასაახლებაა. ამბობენ იმასაც, რომ მათ არც სასწრაფო დახმარების მანქანა დაუნახავთ და მომხდარის შესახებ დღეს დილით გაიგეს, როცა დაჭრილის სახლთან პოლიციელები იმყოფებოდნენ.
თუ რის გამო შეეძლოთ დაეჭრათ მახარაძე, მიზეზებს ვერ ასახელებენ. ისინი დაჭრილს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მას საკუთარი ბიზნსი აქვს.
სასწრაფოსა და "მედალფას" კლინიკაში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისინი მედიასთან საუბრისგან თავს იკავებენ.
მასალის გამოყენების პირობები