მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების 5-კრედიტიანი კურსი დაიწყო
საზოგადოება - 13:41, 09 Apr, 2016     2524
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა N52 საჯარო სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი პროფესიული განვითარების კურსი გახსნეს.

კურსს ეტაპობრივად 6200 პრაქტიკოსი მასწავლებელი გაივლის, რომელმაც მიმდინარე წელს საგნის გამოცდა ჩააბარა. ამჟამად კურსზე დარეგისტრირებულია 1500-ზე მეტი პრაქტიკოსი.

ტრენინგების ციკლის პირველი ნაწილი ორიენტირებულია პროფესიული უნარების გაღრმავებაზე და ორი მოდულისგან შედგება, კერძოდ:

· ინკლუზიური განათლება

· თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში

კურსის პირველი ეტაპის ამოცანაა მასწავლებელმა გამოიმუშაოს ახალი პროფესიული უნარ-ჩვევები და განაახლოს საკუთარი ცოდნა როგორც ინკლუზიური განათლებისა და თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიმართულებით, ასევე გააცნობიეროს და სწავლების პროცესში დანერგოს კონსტრუქტივიზმის პრინციპები, გაეცნოს და გამოიყენოს სწავლების ახალი თეორიები და ეფექტიანი სტრატეგიები, ასევე დანერგოს მოსწავლის შეფასების თანამედროვე მეთოდები.

კურსის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებელს შესაძლებლობა მიეცემა დარეგისტრირდეს კურსის მეორე ნაწილზე, რომელიც ორიენტირებულია საგნობრივი მეთოდიკის გაუმჯობესებისა და ცოდნის აქტივაციისკენ.

პროფესიული განვითარების კურსი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში ხორციელდება. კურსის გავლა ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42