შუხუთელები ლელობურთის ჩაშლით იმუქრებიან-10 დღიანი ვადა ხელისუფლებას
რამდენიმე თვეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან სოფლის დარჩენილი ნაწილის გაზიფიცირებას ამაოდ ითხოვს. შუხუთის გაზიფიცირების მოთხოვნით რამდენიმე ხმაურიანი აქცია უკვე გაიმართა, თუმცა როგორც ადგილობრივები „გურიის მოამბესთან“ საუბარში აცხადებენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან მხოლოდ დაპირებები ისმის და არანაირი ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართებით არ გადადგმულა.
აქცია, სოფელში გუშინ გაიმართა. შუხუთელების მოთმინების ფიალა მას შემდეგ აივსო, როცა მათთვის ცნობილი გახდა ხელისუფლების პრიორიტეტული დასახლებების ჩამონათვალი, მიმდინარე წელს დაგეგმილი გაზიფიცირების პროცესში. ჩამონათვალში სოფელი შუხუთი არ ფიგურირებს. მოსახლეობა მასშტაბური აქციისთვის ემზადება. მთავარი ბერკეტი რაც, მათ ხელშია, ეს არის ტრადიციული ლელო, რომელიც მრავალი საუკუნეა შუხუთის ცენტრში იმართება და ბოლო ათწლეულში ის ლანჩხუთისა და გურიის სავიზიტო ბარათი გახდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სოფლის სრული გაზიფიცირების გზაზე, ისინი არ დაუშვებენ ლელოს ჩატარებას, რომელიც ტრადიციულად, ყოველწლიურად აღდგომის დღეს იმართება და მიმდინარე წელს ეს დღესასწაული პირველ მაისს უწევს. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ 10 დღეში დასრულდება სოფლის გაზიფიცირების პროექტზე მუშაობა და მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდება. სოფელმაც ხელისუფლებას სწორედ ამ „10 დღის“ ვადა მისცა. ლია მუხაშავრია; ადვოკატი; შუხუთის მკვიდრი:“სამწუხაროა რომ ჩნდება განცდა თითქოს ჩვენ, ამ სოფლის მაცხოვრებლები ხელისუფლებისათვის მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ. სოფელში გადის ცენტრალური ავტომაგისტრალი, ესაზღვრება ქალაქს, მითუმეტეს ყველა ძირითადი სამუშაო გაზიფიცირების მხრივ შესრულებულია და ამდენი წელი ლოდინი რატომ გახდა საჭირო ეს ჩვენთვის გაუგებარია. მოსახლეობის ერთსულოვანი აზრია, რომ ლელობურთი არ ჩატარდება თუ ხელისუფლებამ სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები სასწრაფოდ არ განაახლა. არის სხვა მოთხოვნებიც მაგრამ ეს უმ,თავრესია“-ამბობს ქალბატონი ლია. ამ თემაზე განცხადებას ავრცელებს ლანჩხუთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, ოპოზიციური, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა განცხადებას ავრცელებს: „მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ახლა გაზიფიცირება დასრულებული იქნებოდა არამარტო შუხუთში, არამედ ჯაპანის ჩათვლით ყველა სოფელში, რადგანაც ჩვენ დავტოვეთ პროექტი, რომლითაც გაზიფიცირება უნდა გაგრძელებულიყო, როგორც შუხუთის, ასევე გვიმბალაურის მიმართულებით, ამათ კი გააჩერეს. გვიმბალაურში გაგრძელების ერთადერთი მიზეზი კი ოცნების მაღალჩინოსანთა ინტერესი აღმოჩნდა, რადგანაც აღნიშნულ მილს მათ სახლებთან უნდა გაევლო, შუხუთს და დანარჩენ სოფლებს კი ამდენად არ "გაუმართლათ."-ირწმუნება ასკურავა. სოფელი შუხუთი ლანჩხუთთან ახლოს, ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალზე მდებარეობს. მაგისტრალი სოფელს ორ ნაწილად ყოფს. გარდა გაზიფიცირებისა სოფელი ითხოვს გზის სხვადასხვა მხარეს სოფელში არსებული დაწესებულებებში (სკოლა; ბაღი:) უსაფრთხო გადაადგილებისათვის შესაბამისი ზომების მიღებას. რაც შეეხება გაზს, სოფელში მისი გაყვანა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და მაშინ მხოლოდ 12%-ის გაზიფიცირება მოხერხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ძირითადი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, სოფელში მთავარი მაგისტრალიც შეყვანილია და მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება, ამდენი წელია, ვერ ახერხებს მინიმალური თანხების მობილიზებას, რომ სამუშაოები ბოლომდე მივიდეს და მოსახლეობის 100%-იანი გაზიფიცირება მოხერხდეს.
თეა იოსელიანი- გურია
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა