კონსტიტუციაში ქორწინების სუბიექტების განსაზღვრას მხარს საპატრიარქო და 5 კონფესია უჭერს
საზოგადოება - 18:17, 08 Apr, 2016     3051
ინტერრელიგიური საბჭოს განცხადებით, ქორწინების ქალისა და მამაკაცის კავშირის კონსტიტუციაში დაზუსტება საქართველოში მოღვაწე ყველა ძირითადი, ტრადიციული რელიგიური გაერთიანებების ინტერესს წარმოადგენს.

როგორც ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება თანხვედრაშია ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობასთან, მიუხედავად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა.

31 მარტს გაიმართა ინტერელიგიური საბჭოს მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე მიღებული იქნა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ: ქორწინების, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის ასახვა კონსტიტუციაში წარმოადგენს შიდა სახელმწიფოებრივ პრეროგატივას; ქორწინებას ქალისა და მამაკაცის კავშირად მოიაზრებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები. მაგალითად: „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“(მუხლი მე-16) საერთაშორისო პაქტი „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“(მუხლი 23-ე) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია“ (მუხლი მე-12); ევროპის კავშირის წევრი არაერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არსებობს მსგავსი ჩანაწერი. მაგალითად: უნგრეთის (მუხლი „L“), პოლონეთის(18-ე მუხლი), ბულგარეთის(46-ე მუხლი), ლიტვის(38-ე მუხლი), ლატვიის (110-ე მუხლი) და სხვა ქვეყნების კონსტიტუციები; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ, საქართველოში მოღვაწე რელიგიურ გაერთიანებებს მიგვაჩნია, რომ – კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის დაზუსტება წარმოადგენს საქართველოში მოღვაწე ყველა ძირიდათი, ტრადიციული რელიგიური გაერთიანებების ინტერესს და იგი თანხვედრაშია ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობასთან მიუხედავად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა; ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვანწილად მოხსნის მოსახლეობის დიდ ნაწილში არსებულ ეჭვებსა და სტერეოტიპს საქართველოს ევროპულ არჩევანთან მიმართებაში. შესაბამისად, შემცირდება ამ მიმართულებით არსებული ნიჰილისტური დამოკიდებულება, რაც სამწუხაროდ ბოლო დროს არის სახეზე; ამგვარი ინიციატივის განხორციელება მოხსნის დაძაბულობას მოსახლეობაში და შემცირდება ექცესების და ძალადობის გამოვლინების რისკები სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ – საქართველოს წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია; ებრაელთა რელიგიური საზოგადოება; სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია; სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო; ევანგელურ-ლუთერული ეკლესია; ეზიდთა სასულიერო საბჭო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42