საბავშო ბაღი “ინგლისური სამყარო დირსში” - სიახლე აღსაზრდელთა მშობლებისთვის
საზოგადოება - 18:16, 08 Apr, 2016     3741

საქართველოში 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მაღალი სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობა ჯერ კიდებ პრობლემად რჩება. გარდა აღზრდის მეთოდოლოგიისა, პრობლემატურია ბავშვის კვება, ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოების წესების სრული დაცვა. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ ბავშვის აღზრდისთვის სწორედ 3-დან 6 წლამდე ასაკი არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა ბავშვის ქვეცნობიერში ყველაზე მეტად ილექება ის ინფორმაცია, რასაც ის გარემო პირობებიდან იღებს. ამ თვალსაზრისით დიდი როლი ენიჭება საგანმანათლებლო დაწესებულებას და იქ არსებულ სტანდარტებს - რამდენად სრულყოფილი და სწორად შერჩეულია ის მომავალი თაობის სწორად განვითარებისა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის.

English World Corporation - არის საგამანათლებლო დაწესებულებების მენეჯმენტის კომპანია, რომელიც საბავშო ბაღებს, სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს უნიკალური მეთოდოლოგიით და საერთაშორისო გამოცდილებით. კომპანიაში მუშაობენ საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტები. მეთოდოლოგიები ეფუძვნება 21-ე საუკუნის მიღწევებს მენეჯმენტში, სწავლებაში და ბავშვის მოვლაში.

საქართველოში English World Corporation არის წარმოდგენილი საბავშო ბაღით “ინგლისური სამყარო დირსში”. საბავშვო ბაღი სთავაზობს მსურველებს ბავშვის განვითარების უნიკალურ კონცეფციას აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

რა სიახლეებია მომავალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილი, ამის შესახებ ,,ნიუპოსტს“ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესაუბრა.

_ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბაღი გახდა საუკეთესო არა როგორც თბილისში, ასევე მთელ საქართველოში. არა მხოლოდ თავისი ინფრასტრუქტურით. მოგეხსენებათ, რომ ამ ბაღის მშენებლობისას იყო დაცული ევრპული და ამერიკული ნორმები - დაწყებული სამშენებლო მასალით და დამთავრებული საღებავით იყო გამოყენებული ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ყველაფერი იყო გათვლილი იმაზე, რომ ამ ბაღს ჰქონოდა და აქვს კიდეც პრეტენზია იმისა, რომ არის საუკეთესო და არა მარტო საქართველოში. გარდა ინფრასტრუქტურისა, ბაღი არის ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, მტკვართან, სადაც არ არის ავტომანქანების მოძრაობა და ბავშვებს აქვთ საშუალება, ისუნთქონ სუფთა ჰაერი, რისი ფუფუნებაც მოგეხსენებათ ბევრ ბაგა-ბაღს არ გააჩნია.

გარდა ამისა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოვახერხეთ კვების სტანდარტის შექმნა, რომელიც არის ძალიან მაღალი. ძალიან ცნობილ ენდოკრინოლოგთან ხათუნა ხორავასთან ერთად შედგა მენიუ, რომელიც ყველანაირად უზრუნველყოფს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებას და ამასთან ერთად, ხელს უწყობს ბავშვებში იმუნიტეტისა და ფიზიკურ განვითარებას. ასევე გამოვყოფდი სასწავლო პროგრამებს - მთლიანად ბაღი ორიენტირებულია პროექტებზე, სადაც ბავშვები ასრულებენ როგორ ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურ პროექტებს. ამით ბავშვი სწავლობს მთავარს - იმისთვის რომ მიაღწიო მიზანს უნდა იშრომო არა ერთი საათი და 10 წუთი, არამედ გარკვეული პერიოდის განვალობაში. ეს ძალინა მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის.

ჩვენ შევძელით სამედიცინო სისტემის მაღალ დონეზე აწყობა. ვირუსების პერიოდში ჩვენ ბაღში იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბავშვების, რომლებიც არ დადიოდნენ ბაღში. აქ ხდება სტერილიზაცია, დაცულია სპეციალური ნორმები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვლეოვანია.

_რამდენად შეძელით დაარსებიდან მოყოლებული დღემდე კონკურენცია გაგეწიათ უკვე არსებული საბავშვო-ბაღებისთვის?

ჩემი აზრით, ამ 6 თვის განვალობაში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში შეიქმნა ახალი სტანდარტის საბავშვო ბაღი, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სასწავლო პროგრამების სახით, სადაც ბავშვები სწავლობენ ქართულს, ინგლისურ ენას, მათემატიკას და ა.შ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზი უნდა გაესვას, ეს არის უსაფრთხოება. ბაღი მუდმივად არის დაცული უსაფრთხოების ოფიცრების მიერ. მშობლებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, როცა ბავშვი არის სრულიად დაცული დაგარანტირებული უსაფრთხოების კუთხით. თავად ინფრასტრუქტურაც არის მოწყობილი ისე, რომ ბავშვმა ტრავმა არ მიიღოს. ბავშვი შემთხვით რომ წაიქცეს, ავეჯიც კი ისეა შექმნილი, რომ მან დაზიანება არ მიიღოს.

_რაიმე სიახლე თუ გაქვთ დაგეგმილი?

_აუცილებლად უნდა აღვნიშო ერთი ფაქტი, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა, ამიტომ ჩვენ აპრილსა და მაისში გამოვაცხადებთ აქციას, კერძოდ თუ ბავშვი ამ ორი თვის განმავლობაში გაივლის რეგისტრაციას 450 ლარის საფასურის ნაცვლად, რომელიც აქამდე იყო, იქნება 350 ლარი. თბილისში არსებულ კერძო ბაღებს შორის ეხლა საფასური არის ჩვენთან საშუალოზე დაბალი, მაგრამ ამავდროულად ასეთი ბაღი მეორე ნამდვილად არ არსებობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42