ქალაქ ოზურგეთის მერი რაგბის კავშირის პრეზიდენტს შეხვდა - ქალაქში რაგბისთვის სტადიონის მოწესრიგება იგეგმება
საზოგადოება - 17:22, 08 Apr, 2016     2038
დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ბეგლარ სიორიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძესა და კავშირის ვიცე-პრეზიდენტს გაიოზ მონიავას შეხვდა. გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად გასულ წელს დაინიშნა და მისი გურიაში ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებს.

სტუმრები ქალაქ ოზურგეთის რაგბის სახეობაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. გოჩა სვანიძემ ა.(ა).ი.პ. ,,ქალაქ ოზურგეთის რაგბის განვითარების კავშირი“-ს მორაგბეთა გუნდი ,,არწივები“ მოინახულა და ადგილობრივი რაგბის ხელმძღვანელობას სტადიონის მოსაწესრიგებლად თანხების გამოყოფას დაპირდა.

“რაგბის მდგომარეობას გურიის ყველა მუნიციპალიტეტში გავეცანით და მინდა გითხრათ, რომ ქალაქ ოზურგეთში ამ მიმართულებით ყველაზე უკეთესი მდგომარეობა დაგვხდა. მადლობას გიხდით, რომ რაგბის განვითარებაზე ზრუნავთ“ -აღნიშნა რაგბის პრეზიდენტმა.

‘’სპორტის განვითარება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და შესაბამისად, მერია შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებს, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობას სათანადო ყურადღება მივაქციოთ. ქალაქის მერიამ შეძლო, პირველად ოზურგეთის რაგბის ისტორიაში, მორაგბეებისთვის ხელფასი დაენიშნა და ბიუჯეტი 80 000 ლარით გაეზარდა, ეს არ არის კოლოსალური ანაზღაურება, მაგრამ ამ ნაბიჯით შევეცადეთ მორაგბეებში მოტივაცია გაგვეზარდა. მომავალში სპორტის ამ სახეობისთვის გაცილებით მეტი ყურადღების დათმობას ვგეგმავთ’’ - აღნიშნა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42