სატრანსპორტო კომპანია მემანქანეების მოსალოდნელ გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 18:18, 07 Apr, 2016     1245
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანია აცხადებს, მემანქანეების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში არსებობს კომპრომისის მიღწევის რესურსი, სასამართლომ კომპანიის მიერ შეტანილი განცხადება „გაფიცვის გადადების/ შეჩერების შესახებ“ დააკმაყოფილა, შესაბამისად 30 კალენდარული დღის ვადაში საგაფიცვო მოქმედებების განხორციელება ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობად:

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასა და მემანქანეების გაერთიანება „ერთობა 2013“-ს შორის ინტენსიურად გრძელდება მოლაპრაკებები მემანქანეების მხრიდან დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

კომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოთხოვნებზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში არსებობს რესურსი, იმისთვის, რომ საბოლოოდ მიღწეული იყოს კომპრომისი „ერთობა 2013“-თან, რომელიც დააკმაყოფილებს, როგორც მემანქანეებს, ასევე არ დააზარალებს კომპანიას და არ გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შეფერხებას. აქედან გამომდინარე, შემათანხმებელი პროცედურების გაგრძელების მიზნით, კომპანიამ მიმართა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება „გაფიცვის გადადების/ შეჩერების შესახებ“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მოთხოვნა 30 კალენდარული დღის ვადით გაფიცვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნულ პერიოდში საგაფიცვო მოქმედებების განხორციელება ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხიმგებლობის ზომის შეფარდებას.

სატრანსპორტო კომპანია თავის მხრივ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნულ პერიოდში მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით, გააგრძელოს ინტენსიური და კონსტრუქციული დიალოგი კომპრომისული შეთანხმების მიღწევამდე."- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42