,,ოლიმპიადის ჩატარების იდეა ჯერ კიდევ მე-12 კლასში გაგვიჩნდა, სადაც ვსაუბრობდით თემაზე თუ რა შეიძლება გაგვეკეთებინა, რომ მომავალი თაობა მეტად დაინტერესებულიყო განათლებით. იყო ბევრი იდეა, თუმცა საბოლოოდ ჩამოვყალიბდით ოლიმპიადის ჩატარებაზე, რადგან ოლიმპიადა მოზარდს აძლევს შესაძლებლობას, რომ მიეჩვიოს დამოუკიდებელ აზროვნებას, დაძლიოს ყველა ის ფაქტორი რაც ტესტებს ახასიათებს და შესძინოს კონკურენტუნარიანობისა და ბრძოლის უნარი. ჩვენც, სწორედ ამიტომ, შევიმუშავეთ ოლიმპიადის პროექტი, რაზეც დღეს შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ იდეა განხორციელების ბოლო ეტაპზეა და ინგლისური ენის ოლიმპიადა „English For Future” ჩატარდება აპრილის თვეში ქალაქ ბათუმში. ოლიმპიადა გათვლილია ამ ეტაპზე V, VI, და VII კლასის მოსწავლეებზე, თუმცა სამომავლოდ ვფიქრობთ კლასების დამატებას, რადგან დაინტერესება და მოთხოვნა საზოგადოების მხირდან ძალიან დიდია. აჭარის ა.რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტორს თანხმობით ტარდება ინგლისური ენის ოლიმპიადა “English For Future”. ჩვენი პარტინიორი არის შ.პ.ს „გორდას“ კერძო მრავალპროფილიანი საერო ელიტარული სკოლა, სადაც ჩატარდება ოლიმპიადის I, II, და III ტური. აქვე ვიტყვი რომ ოლიმპიადის - პირველი ტური უფასოა. აღსანიშნავია ის, რომ ჩვენ მოსწავლეებს ვაძლევთ შანსს მიიღონ მონაწილეობა ინგლისური ენის ოლიმპიადაში „English For Future”, სადაც გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი და კონკურენტუნარიანი მოსწავლეები გამოვლინდებიან. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვებიან , სხვადასხვა ფასიანი პრიზებით, სერტიფიკატებითა და წიგნებით. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად უნდა დარეგისტრირდნენ ჩვენს საიტზე WWW.EFF.GE ,რეგისტრაცია უფასოა, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ფეისბუქ გვედზე გვევწიოთ www.facebook.com/Engforfuture/ ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 557 73 97 97
პროექტზე ვმუშაობთ 3 ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკისა და კომპიუტერული პროგრამირების, პირველი კურსის სტუდენტი. ჩვენ დავაარსეთ შ.პ.ს. „ეი ბი სი ჰოლდინგი | ABC Holding“, რადგან ჩვენი მიზნები ძალიან შორეულია და სამომავლოდ ვფიქრობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტზე, რაც უფრო ფართომასშტაბიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. მიუხედავად, იმისა რომ ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა უნივერსიტეტში და ვიმყოფებით სხვადასხვა ქალაქში, (პრაღაშიც კი ) ეს ხელს არაფერში გვიშლის, პირიქით ვცდილობთ, რომ დღითიდღე უფრო განვვითარდეთ, ამისათვის კი თავდაუზოგავად, მონდომებითა და შემართებით ვშრომობთ, რადგან საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა დიდია და გვინდა რომ პროექტი ბოლომდე ღირსეულად დავასრულოთ. სწავლის პროცესი ხელს არაფერში გვიშლის, პირიქით შესაძლებელიც კი არის წარმატების მისაღწევა უბრალოდ საჭიროა იდეა და შემდეგ მისი განხორციელებისთვის გზების ძიება. ლექტორების მიერ გაზიარებული ცოდნაც ძალიან გვეხმარება, რადგან ვაკვირდებით და ვითვალისწინებთ თითოეულ დეტალს, რაც უფრო ორგანიზებულსა და სრულყოფილს ხდის ოლიმპიადას. ჩვენ უკან არასდროს არ დაგვიხევია არც ერთ ეტაპზე. საკმაოდ დიდი სირთულეები იყო და არის, თუნდაც ის რომ აჭარის განათლების სამინისტროსა და სკოლა „გორდას“ გარდა არავინ მხარი არ დაგვიჭირა. გვქონდა უამრავ კომპანიასთან საუბარი მაგრამ მხარდაჭერაზე უარით გაგვისტუმრეს. თუმცა ამან მაინც ვერ შეგვაჩერა, დღემდე შეუპოვრად მივიწევთ წინ და როგორც ხედავთ დღეს ჩვენი ორგანიზაცია წარმატებით ახორციელებს ოლიმპიადის პროექტს, უფრო მეტიც, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პროექტებზე რაც მეტწილად სიახლე იქნება აჭარის რეგიონისათვის. სამომავლოდ ჩავატარებთ საჯარო ლექციებს სადაც მოწვეული იქნებიან მაღალკვალიფიციური მომხსენებლები, ასევე ჩავატარებთ ტრენინგ- კურსებს, მასტერკლასებს და იქნება საზაფხულო სკოლა რაც ვფიქრობთ ცალსახად დაეხმარება აჭარის განათლების განვითარებას. ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ განათლების განვითარებაში. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შ.პ.ს „გორდას“ ქ.ბათუმის კერძო მრავალპროფილიანი საერო ელიტარული სკოლის დირექტორს ქ-ნ ნინო მურვანიძეს მხარდაჭერისათვის. კომპანია „ეი ბი სი | ABC Holding” გისურვებთ წარმატებებს!“ - აცხადებენ ორგანიზატორები.
მასალის გამოყენების პირობები






