„მგზავრების“ ტურნესა და 9 აპრილის კონცერტის თემაზე უამრავმა ხელოვანმა თუ არახელოვანმა გააკეთა კომენტარი და საკუთარი კრიტიკული აზრი დააფიქსირა. მათ შორის არის დავით დეფიც. შევიტყვეთ ისიც, რომ დეფი „მგზავრებისა“ და „ფრანის“ ნათლია ყოფილა, რადგან სწორედ მას დაურქმევია წლების წინ ამ ორი პოპულარული ჯგუფისთვის სახელები. დავით დეფი: ჰო რა ვიცი... ცხოვრებაში ყველას მართლაც ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ვისაც სად უნდა იქ წავიდეს, მე პირადად გამიტყდა ჯგუფის გადაწყვეტილება. ჯგუფი რუსეთშია დიდი რუსული ტურით: მოსკოვი, სანკტ პეტერბურგი, ვორონეჟი, ჩელიაბინსკი და ა.შ. იქ ასევე მათი ალბომი გამოდის, როგორც ვინილზე ისე სიდიზე, ყველგან მგზავრების პოსტერებია გაკრული. ბევრისთვის პრობლემა არაა, წავიდნენ, So what? აქ რუსეთში წასვლაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად არჩევანზე ვსაუბრობ. ისეთ რამეზე რასაც ალბათ ახსნაც არ უნდა სჭირდებოდეს. სულ ეგაა. 21 თუ 25 თებერვალს, 9 აპრილს თუ 8 აგვისტოს, რუსეთში დაუკრავ თუ იცეკვებ უკვე აღარც აზრი აქვს, როცა საქმეს ასე უყურებ. ჩემთვის კი სწორედ არჩევანი განსაზღვრავს მოქალაქის და ცხადია შემოქმედის ვინაობას.
იგივე რუსეთში უკრავენ მსოფლიო მამები, როჯერ უოტერსიდან დაწყებული ბონოთი დამთავრებული, ფარფლი თბილისიდან ეგრევე მოსკოვში დააწვა და მედვედევს შეხვდა, როგორც ბონო შეხვდა მედვედევს სოჭში და სიტყვა არ უთქვამს საქართველოზე და არც არაფერზე, ზეპელინზე და ფარფლზე ილაპარაკეს, ვიდეოცაა. აგვისტოში, ომის დროს სტოპ რაშას შტაბიდან ვის აღარ ვუკავშირდებოდით, მათ შორის ბონოსაც, რომ ჩამოფრენილიყო. ლენი კრავიცსს ველაპარაკეთ (მე არა ნეკა სებისკვერაძე) კრავიცმა თქვა რამე რომ გავაკეთო რუსეთის ბაზარს დავკარგავო, სორრიო. ასე რომ - Same SHIT!
ისე ცნობისთვის: ამ ჯგუფსაც (მგზავრებს) და ფრანსაც მე დავარქვი სახელი. აი რობერტ პლანტმა კი შარშან, რუსებს შეუთვალა წადით თქვენი დედაცო და მატუშკა რასიაში კონცერტები გააუქმა. უკრავს ნიუ იორკში და სხვაგანაც. არჩევანი ერთია და კიდევ ერთი რამაა ამ ცხოვრებაში - შნო.
დ ♔ სიახLOVE
მასალის გამოყენების პირობები