პირველმა ლედიმ შშმ პირებთან ერთად ბოულინგის ტურნირში მიიღო მონაწილეობა
საზოგადოება - 15:35, 06 Apr, 2016     1318

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს, ბოულინგის ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში გაიმართა.

ტურნირი „ახალგაზრდული მედია კავშირის“ ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანი შშმ პირთა აქტიური და დამოუკიდებელი ცხოვრების დემონსტრირება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობაა.

მაკა ჩიჩუამ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ასპარეზობაში წარმატება უსურვა.

„ როდესაც ადამიანებს აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა და აქამდე თითქოს ცოტა გარიყულები იყვნენ, ახლა ასე აღარ არის და გიგანტური ნაბიჯებით მივდივართ წინ. მივხვდით, რომ ყველას შეგვიძლია ფანტასტიურად კარგი კომუნიკაცია და გვაქვს საშუალება, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.

„ახალგაზრდული მედია კავშირი“ ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას და მათი სლოგანი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ნამდვილად ამართლებს“, - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

გუნდები დაკომპლექტებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებისაგან, რომლებიც ასევე ეტლებით ასპარეზობდნენ.

პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებს შორის გამარჯვებული მაკა ჩიჩუას გუნდი გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42