,,ჩემზე რა ჩანაწერია, ეს ცალკე თემაა” - რას უკავშირდება შალვა რამიშვილის ,,იმედიდან“ გაშვება
საზოგადოება - 15:43, 06 Apr, 2016     16963
უკვე რამდენიმე დღეა გავრცელდა ხმა იმის შესახებ, რომ თათია სამხარაძე, იგივე ტასო ბარნოვა, „ილო ბეროშვილის შოუდან“ გაუშვეს. მიზეზად კი მედიაში მოიაზრებოდა „სხვა რაკურსში“ მასსა და გივი სიხარულიძეს შორის დაპირისპირება. სანამ ეს ამბავი მიმოხილვის პროცესში იყო, სოციალურ ქსელში გამოჩნდა შალვა რამიშვილის სტატუსიც, რომელიც საზოგადოებას ამცნობდა კიდევ ერთ მოულოდნელი ამბის შესახებ: „მეგობრებო, "იმედთან" ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!

დღეს იმ კომპანიამ რომელიც "იმედის" დაკვეთით ამზადებს "ილო ბეროშვილის შოუს", "ერთხელ საქართველოში" , ეთერში ჯერ არ გასულ სერიალს "2 გოგოს" უზრუნველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა "პოლიტიკაში" "იმედისაგან მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.

შესაბამისად ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად "პოლიტიკას" . კვირას ვერ გავა "ილო ბეროშილის შოუ" , ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი.

ვაპირებ ვითარების გარკვევას“.

მართალია ეს ორი ამბავი თავიდან ერთმანეთთან არავის დაუკავშირებია, თუმცა გაჩნდა კიდევ ერთი ვერსია, რომელიც წყარომ „ნიუპოსტს“ უამბო. როგორც წყარომ აღნიშნა, შალვა რამიშვილის საქმიანი ურთიერთობის დასრულებას „იმედთან“ და ყველანაირი ხელშეკრულების გაწყვეტა, სწორედ თათიას და მას შორის პირად საუბარს უკავშირდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით არსებობს ამ საუბრის ჩანაწერიც. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, გადავწყვიტეთ ორივე მხარეს დავკაშირებოდით და გადაგვემოწმებინა ფაქტი ჩანაწერის შესახებ. პირველად თათიას დავუკავშირდით, რომელმაც კითხვის დასმამდე გვიპასუხა, რომ ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს. როგორც ავღნიშნეთ, ჯერ კიდევ არ გვქონდა ნახსენები ფარული ჩანაწერის არსებობა, როცა კითხვა დავაკონკრეტეთ, რა თქმა უნდა, პასუხი არ შეცვლილა.

კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით არც შალვა რამიშვილმა მოისურვა.

- შალვა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ თქვენსა და „იმედს“ შორის ყველანაირი ხელშეკრულების შეწყვეტა უკავშირდება ფარულ ჩანაწერს, რომელიც თქვენთან საუბარში თათია სამხარაძემ მოიპოვა?

- არ გავაკეთებ ამ თემაზე კომენტარს. ჩემზე რა ჩანაწერია ეს ცალკე თემაა. მე მაინტერესებს „იმედის“ ოფიციალური განცხადება, 50 კაცი რატომ გაუშვა სამსახურიდან.

საუბარია „ილო ბეროშვილის შოუზე“ და ასევე დანარჩენ პროექტზე, რომელსაც შალვა რამიშვილი „იმედის“ დაკვეთით ამზადებდა.

დაბოლოს, ფაქტია რომ შალვა რამიშვილსა და თათია სამხარაძის შორის მართლაც მოხდა უსიამოვნება. ამას მოწმობს სატელეფონო ზარი მათთან და ის ფაქტი, რომ არც ერთმა არ მოისურვეს იმ მთავარზე კომენტარის გაკეთდება, რაც მათი დაპირისპირებისა და შალვას „იმედიდან“ დათხოვნის მიზეზად მოიაზრება.


მარიკა ხიდურელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42