„საპარტნიორო ფონდს“ და „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 12:29, 06 Apr, 2016     1494

„საპარტნიორო ფონდსა“ და „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში ერთობლივ პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

„საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის“ დელეგაცია, რომელსაც პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი ხელმძღვანელობს სამდღიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში და მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ვიზიტის მიზანია აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის, აქტიური ჩართვა რეგიონულ პროექტებში.

„საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა“ სერიოზული ორგანიზაციაა აღმოსავლეთ აზიაში. იგი რამოდენიმე ათეულ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ვისთვისაც საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა „აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატების საწინდარია,“ ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

საგანელიძის განცხადებით, საქართველო „აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართვით დაიბრუნებს თავის ისტორიულ როლს და ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი გახდება.

„პროექტის განხორციელება ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, განავითაროს ინფრასტრუქტურა და ქვეყანა ჩაერთოს საერთაშორისო კომერციულ პროექტებში,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.

„საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა“ შეიქმნა ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში 2015 წელს. მასში 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიებია გაერთიანებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42