ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
საზოგადოება - 11:53, 06 Apr, 2016     987

ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბენაშვილის ქუჩაზე 2 000 კვადრატულ მეტრზე, ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიურები.

კიდევ ერთი ობიექტი, სადაც საგზაო სამუშაოები ტარდება, ვეშაპურის ქუჩაა. 1000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბაზალტის ფილების დაგება. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა - შეიცვალა კომუნიკაციები.

რაიონში მიმდინარე სამუშაოებს დავით ნარმანია პირადად გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, ჩუღურეთში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები გვარდება.

„ჩუღურეთის რაიონში ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება ხდება: ვაგებთ გზებს, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, კეთდება სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, ტროტუარები, მაგრდება ავარიული სახლები. მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას იმისათვის, რომ უკეთესი პირობები ჰქონდეთ და ის რაც დავპირდით, შევასრულოთ ბოლომდე, ამიტომაც კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს უკეთესი საცხოვრებელი პირობები,“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ჩუღურეთის რაიონში დასრულდა სამუშაოები აჭარის ქუჩაზეც, 5600 კვ.მ ფართობზე. დგებუაძის N1-ში კი, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, გამოიცვალა წყალკანალიზაციის სისტემა, დასრულდა 5 სადარბაზოს რემონტი. უახლოეს დღეებში დაიწყება ლიფტების რეაბილიტაცია. მოეწყო ახალი სტადიონი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42