„ისეთი გზა გვინდა 2 წლის წინ ბატონ თემურ ჭკუასელს რომ გაუკეთეთ სახლამდე“
საზოგადოება - 16:24, 05 Apr, 2016     3087
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჭამიასერის თემში შემავალი სოფლების, ჩომეთის და პატარჭალის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან გზისა და სოფელთან დამაკავშირებელი ხიდის გაკეთებას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, გზა მხოლოდ დეპუტატ ჭკუასელის სახლამდე მიიყვანეს.

„ისეთი გზა გვინდა 2 წლის წინ ბატონ თემურ ჭკუასელს რომ გაუკეთეთ სახლამდე, ისე მეზობლებისთვისაც რომ ეზრუნა ბატონ დეპუტატს არ იქნებოდა ურიგო. ბატონო ირაკლი ქვემო ხეთში თუ იყავით პატარჭალაშიც ამოსულიყავით, ჩომეთშიც საკუთარი თვალით ნახავდით შიდა გზები რა მდგომარეობაში გვაქვს, თუმცა შეიძლება ნახეთ კიდეც. ჩოხატაურის ცენტრში ბევრი ინფრასრუქტურული პროექტი გაკეთდაო, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩვენც ხომ ვართ ამ მუნიციპალიტეტის ერთეულის ნაწილი? გასაგებია, სოფელი ჩიხშია და თვალსაჩინო არ იქნება, მაგრამ ეს ჩვენი დანაშაული ხომ არ არის. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე შეიძლება ითქვას, რომ ამ სოფლების და მათი მოსახლეობის მდგომარეობა არაფრით გაუმჯობესებულა. არ განხორციელებულა არც ერთ ინფრასტრუქტურული პროექტი. საჭამიასერის თემში შემავალ ორ პატარა სოფელში, ჩომეთსა და პატარჭალაში მიგრაციის დონე 50%-ზე მაღალია, ყოველი მეორე სახლი გამოკეტილია, ისეთებიც არიან, წელიწადში ერთხელ ზაფხულობით, რომ სტუმრობენ საკუთარ კარ-მიდამოს, აქ უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები ცხოვრობენ ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ღამით ნათურას ვერ ანთებენ თანხების დაზოგვის მიზნით, (ტელევიზორის გამოსხივებით სარგებლობენ), სოფელი ჩაბნელებულია, ეს სამწუხაროდ დროებამ მოიტანა ასე. სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ორ სოფელთან დამაკავშირებელ ხიდს და დაახლოებით 300-400მ გზას (მოკლე გზას) ამ ორი პატარა სოფლის მოსახლეობისთვის. შემოვლითი გზა ,სადაც პატარჭალის უკვე ცნობილი ხიდი გაკეთდა, გზაც და ხიდიც საფრთხის შემცველია. შიდა გზები სავალალო მდგომარეობაშია, წყლის გუბეები და ტყლაპოები არავის უკვირს, ნათელი წარმოსადგენია ამ გზას ბავშვი რომ გაივლის“ - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, ანა კოლხი.

კოლხის თქმით, „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა, ელექტროსადენები და მრიცხველები ხეებზე მიაგრეს, რაც ასევე საფრთხეს წარმოადგენს ადგილობრივებისთვის.

„ელექტროსადენი და მრიცხველები პირდაპირ ხეებზეა მიმაგრებული. არ არის ბატონებო ასე საქმე თქვენ რომ გგონიათ, აქ ხალხი ცხოვრობს და პატივი უნდა სცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, საკუთარ ბიზნესს და საკუთარ თავსაც, ამას „ენენრგო-პრო-ჯორჯიას“ მისამართით ვამბობ. მივმართავ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ნუ ვაქცევთ ამ სოფლებს მგლების და ტურების სათარეშო ადგილად. იმედი გვაქვს, ამ ორ პატარა სოფელს ექნება „ოცნების ხიდი" და "ოცნების გზა". - აცხადებენ ადგილობრივები.

„იმ აბსურდზე, რომ მოსახლეობას საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება არ ეძლევა ან ეშინია, კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან აქტიურობენ კრებებზე და რა გადაწყვეტილებებსაც იღებენ, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, სწორედ ის საკითხები შედის ოქმებში. მათი აქტიურობა კარგად ჩანს ფოტოებზეც“. - აცხადებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა.

“სოფელ ჩომეთსა და პატარა ჭალაში 2014 წელს განხორცილდა რეაბილიტაცია-გამრიცხველიანების სამუშაოების, მაგრამ კომპანია სისტემატიურად განაგრძობს 0,4 კვ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.არ არის გამოირცხული, რომ სადმე იყოს დაზიანებულ ბოძი. კონკრეტული პრობლემის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს აბონენტმა კომპანიას, სადაც მოხდება აღნიშნულ საკითხის შესწავლა და მაქსიმალურად მოკლე დროში ა პრობლემის აღმოფხვრა”. - აცხადებენ „ენერო-პრო-ჯორჯიას“ პრესცენტრში.


თეა იოსელიანი- გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42