21 წლის გოგა კვარაცხელია 25 დეკემბერს საკუთარ სახლთან თავის არეში დაჭრეს, ჭრილობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად ექიმებმა ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით „ნიუპოსტმა“ თავის დროზე ვრცელი მასალაც მოამზადა. მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ანგარიშსწორება სახელდებოდა, თუმცა ახლობლები ,,ნიუპოსტთან" საუბარში ვერ აკონკრეტებდნენ ვისთან შეიძლება ჰქონოდა გოგა კვარაცხელიას მსგავსი ტიპის დაპირისპირება, რომ 21 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაემეტებინათ და საკუთარ სახლთან ჩაეცხრილათ. გოგა კვარაცხელია 161-ე სკოლაში სწავლობდა, პედაგოგები მას კარგ მოსწავლედ ახასიათებდნენ. მათი თქმით გოგა ბავშვობიდანვე სამართლიანი და მეგობრების მიმართ სოლიდარული იყო.
"ის ძალიან სამართლიანი, მეგობრული, კარგ ოჯახში აღზრდილი იყო. შოკირებული ვართ, ვის შეეძლო მოეკლა ასეთი კარგი ბიჭი?!"- აცხადებდა "ნიუპოსტთან" გოგას სკოლის პედაგოგი.










მასალის გამოყენების პირობები






