"წავიდა სალონში თმა დაივარცხნა შემდეგ კი ქმარ-შვილი დახოცა..." - მაგდა პაპიძის და მკვლელობის შესახებ
საზოგადოება - 16:11, 04 Apr, 2016     15867
27 წლის ახალგაზრდა კაცისა და 5 წლის ბავშვის საზარელი მკვლელობის შესახებ ბოლო სამი თვეა საზოგადოების ინტერესი არ წყდება. 25 წლის ქალს, რომელსაც ორმაგი მკვლელობა ედება ბრალად, ვერდიქტს ხალხი გამოუტანს.

ეს 31 მარტს საქალაქო სასამართლოში გამართული წინასასამართლო სხდომაზე გადაწყდა. მაგდა პაპიძის რეზონანსულ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

ვიდრე სასამართლო დაადგენს ვინ ჩაიდინა განსაკუთრებული სისასტიკით ჩატარებული მკვლელობა ბრალდებულის ოჯახი მინიშნებებს აკეთებს და არ გამორიცხავს, რომ ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობაში მაგდა პაპიძის მეგობარი ოთარ ბერძენიშვილია გარეული.

პარალელურად გაზეთი "პრაიმტაიმი" წერს, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მაგდა პაპიძემ მის მეგობარ მამაკაცს, ოთო ბერძენიშვილს მესიჯი მისწერა, სადაც აცნობა გადაწყვეტილება საკუთარ ქმარ-შვილთან დაკავშირებით.

"ნიუპოსტი" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ბრალდებულის დას დაუკავშირდა. ლანა პაპიძე აღნიშნულ ინფორმაციას არალოგიკურს უწოდებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ ბერძენიშვილია ის პირი ვინც სამართალდამცავებს მკვლელობის შესახებ შეატყობინა.

“ბერძენიშვილზე ეჭვი, მაშინვე გაგვიჩნდა, როცა დედაჩემს პროკურატურაში უთხრეს, რომ ოთარ ბერძენიშვილისგან შემოვიდა პირველი ზარიო. რატომ დარეკა, რატომ არ ინტერესდებიან ამ ადამიანით. ჩემს სიძეს მარცხენა მხარეს ნაფხაჭნები აქვს, თუმცა მაგდას დნმ არ აღმოჩდა, სისხლის კვალი არც ჩემი დის ფრჩხილში აღმოჩნდა. რა უნდათ დაამტკიცონ, წავიდა სალონში თმა დაივარცხნა და ნახევარ საათში ქმარ-შვილი დახოცა?"- უთხრა "ნიუპოსტს" ლანა პაპიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მაგდა პაპიძემ მკვლელობამდე მეგობარ მამაკაცს მესიჯი მიწერა, რომ მკვლელობის ჩადენას აპირებდა, ლანა პაპიძე ამბობს, რომ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის ასეთი არაფერი ყოფილა.

"ჩემი სიძისა და დის ტელეფონები ისმინებოდა, რადგან სამსახურის ნომრები იყო - ომარიმ მისცა შსს-ს ნომერი ჩემ დას, ასეთი უჭკუო არ იყო ჩემი და რომ მიეწერა იმ კაცისთვის რამე. ბერძენიშვილის შესახებ მე ვიცოდი ზოგადად, ჩემი დისგან ვიცოდი, რომ ამ ბიჭს სიმპატიები ჰქონდა, სულ ვაფრთხილებდი მაგდას მოეშორებინა, არ გაიგოს ომარიმთქო. მე ეს ბიჭი ერთხელ ვნახე ლუკოილთან და სულ ეს იყო. ომარი მაგდას ფეისბუქით ხშირად სარგებლობდა, ამიტომ გამოვრიცხავ რამე მიეწერა. მაგდას ტელეფონით მოძრაობდა, სულ გვაფრთხილებდა თუ პასუხი არ მოგწერეთ ომარი იქნება შესული ფეისბუქზეო, თორნიკეს საფლავს გეფიცები, რომ მე გამომძიებლისთვის არ მითქვამს, ჩემი და და ბერძენიშვილი საყვარლები არიანთქო, მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ერთად დავინახე, ბენზინგასამართ სადგურზე. ძალიან საინტერესოა რატომ გაარიდეს ეს ბიჭი საქმეს? რატომ არ ვიცით მისი ჩვენება, ეს არის ჩვენი ეჭვის საფუძველი"- აღნიშნა ლანა პაპიძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ინფორმაციას, რომელიც მაგდას მიერ თორნიკეს სამედიცინო ცენტრ "ლანცეტში" გადაყვანას გულისხმობს, რესპოდენტმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მეზობლებზე დაყრდნობით გაავრცელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42