არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი წერილობითი მიმართვა ქალაქის მერს, შოთა მურღულიას გაუგზავნეს.
მიმართვაში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ და მოუწოდბენ ქალაქის მერს, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის მოსაწესრიგებლად, რომელიც მათი თქმით, სავალალო მდგომარეობაშია, ტენდერი გამოაცხადოს.
მშენებლობის შესაჩერებლად მიმართვის ავტორები შოთა მურულიას ერთკვირიან ვადას აძლევენ.
ქუთაისში, მდინარე რიონის პირას ნავის ფორმის კაფე-ბარი "არგო" შენდება.
მშენებლობას შპს "ანასტასია" ახორცილებს. კომპანიას მშენებლობის ნებართვა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა "ანასასტაიას" მიმდინარე წლის იანვარში მისცა.
კაფე-ბარის მაკეტის მიხედვით, "არგო" ორსათულიანი იქნება, რომლის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.
შპს "ანასტასიამ" წლების წინ თავდაპირველად ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე 417 კვ.მ მიწის ნაკვეთი 35 წლიანი იჯარით მიიღო. აღნიშნულ ადგილზე ე.წ "სამი ოთარის ძეგლი" არის განთავსებული. "ანასტასიას" ე.წ "სამი ოთარის ძეგლის" მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობა სურდა, რის გამოც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.
ქალაქის ცენტრში 417 კვ.მ მიწის ნკეთის სანაცლოდ, შპს "ანასტასიას" ყოფილი "მირზაანის" შენობის უკან, რიონის პირზე 300კვ.მ მიწის ნაკვეთი მიიღო, რაშიც ფირმამ წლიური იჯარა, 6 600 ლარი უნდა გადაიხადოს.
მასალის გამოყენების პირობები






