ქუთაისში ჟვანიას სკოლაში მედიატური მოეწყო
საზოგადოება - 15:28, 03 Apr, 2016     2349
ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური მოეწყო.

სკოლის საქმიანობის გაცნობა, სამომავლო გეგმები, შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციასა და საჯარო მოხელეებთან - ეს ის საკითხებია, რომელსაც მედიის წარმომადგენლები ორი დღის მანძილზე გაეცნენ.

ასევე, ჟურნალისტებმა ტურის ფარგლებში ქალაქში და იმერეთის რეგიონში არსებულ ღირსშესანიშნავი ადგილები, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსი და წყალტუბოში არსებული პრომეთეს მღვიმე, მოინახულეს.

მედიატურის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში დანერგილ სიახლეზე, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით ქართული ენის სწავლებას ითავლისწინებს.

"სკოლა სრული სახელმწიფო დაფინანსებით უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის სწავლებას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. იქნება ეს საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ლეგალურად იმყოფება საქართველოში. ეს შეიძლება იყოს ინვესტორი, ტურისტი და ასეთ ცვლილებზე საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული," - განმარტა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა.

როგორც სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განსაკუთრებული ყურდაღება ეთმობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა ხდება.

"მათ ვასწავლით სახელმწიფო ენას და შემდეგ უკვე ეძლევათ შესაძლებლობა პროფესიული კუთხით აიმაღლონ კვალიფიკაცია," - ამბობს ქეთევან ჯაყელი.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა. 2014 წლიდან კი სკოლა განახლებული პროგრამით ფუნქციონირებს. სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ორი პროგრამით: სახელმწიფო ენის სწავლებისა და საჯარო მმართველობა-ადმინისტრირებით ხორციელდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42