საქართველოს პირველი ლედი აუტიზმის საერთაშორისო დღის მხარდამჭერ ღინისძიებებს დაესწრო
საზოგადოება - 19:41, 02 Apr, 2016     5523

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს, აუტიზმის საერთასორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას „გამიგე, მიმიღე, შემიყვარე“ პატარა თემოსთან ერთად დაესწრო. ღონისძიება „ნეიროგანვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ბომბორას პარკში გაიმართა და მის მიზანს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა.

„ ეს გარემო, ღია ცის ქვეშ შეკრება, ამდენი ბავშვი, მხიარულება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ამ ადამიანებისთვის ისე ჩვენთვის. ძალან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნეიროგანვითარების ცენტრს და მის ფუძემდებელს, ასე მინდა მოვიხსენიო ბატონი ვანიკო ბოკერია, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საკითხში, ჩვენს საზოგადოებაში“,-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ

ღონისძიება საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა და მასში მონაწილეობა ცნობილ ქართველ შემსრულებლებთან ერთად ნეიროგანვითარების ცენტრის ბენეფიციარებმაც მიიღეს. ღინისძიების ფარგლებში გაიმართა ნეიროგანვითარების ცენტრის ბავშვების ნახატების გამოფენა, დასასრულს კი მოწვეულმა ბავშვებმა ჰელიუმის ლურჯი ბუშტები სიმბოლურად ჰაერში გაუშვეს.

დღესვე მაკა ჩიჩუა ქართველი მხატვრების საქველმოქმედო გამოფენას სტუმრობდა, რომელიც საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით გაიმართა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. პირველმა ლედიმ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანების ჩართულობა და მხარდაჭერა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა შესახებ.

გამოფენაზე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და პირველ ლედისთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

გამოფენის ფარგლებში ნინო ბაჯელიძის წიგნის „დარჩირას“ პრეზენტაციაც მოეწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42