აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი დროებით დაიკეტა
საზოგადოება - 10:26, 02 Apr, 2016     1904
აღმაშენებლის გამზირზე - აბაშიძის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე - მთლიანად განახლდება სასმელი წყლის მიწოდების ცენტრალური სისტემა, სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები, ელექტრობის და გაზმომარაგების სისტემები, ასევე განახლდება სუსტი დენების ცენტრალური გაყვანილობაც.

გამომდინარე იქიდან, რომ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლება საჭიროებს გამზირზე დიდი მოცულობის მიწის სამუშაოების წარმოებას (კერძოდ 4-5 მეტრი სიღრმის და დიდი სიგანის მქონე თხრილის ამოღება-შევსებას), 2 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება დავით აღმაშენებლის გამზირზე - N72-დან (დ.აბაშიძის ქუჩის კუთხიდან) ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე. ამ ეტაპამდე საავტომობილო მოძრაობა, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით შეზღუდული იყო მხოლოდ ჭოროხის ქუჩიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთზე.
აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ალტერნატიული სატრანსპორტო სქემა იქნება შემდეგი:
დავით აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნიდან - ჭოროხის ქუჩის გავლით სანაპიროსკენ მიმავალი ნაკადების ალტერნატიული მარშრუტით მოძრაობა სანაპიროსკენ შესაძლებელი იქნება აბაშიძის ქუჩაზე უზნაძის ქუჩისკენ და მარცხენა სანაპიროსკენ, ჭოროხის ქუჩის და სანაპიროს კვეთის გავლით.

დავით აღმაშენებლის გამზირზე კ. მარჯანიშვილის მოედნიდან - ჭოროხის ქუჩის გავლით მშრალი ხიდისკენ და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრავი ნაკადების მოძრაობა შესაძლებელი იქნება აბაშიძის ქუჩაზე უზნაძის ქუჩის გავლით რომის ქუჩის კუთხემდე და მშრალი ხიდის პანდუსის გავლით.

საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოების წარმოების დროს, დროებით შეიზღუდება მოძრაობა დავით აღმაშენებლის გამზირის გადამკვეთ - კიევის და რომის ქუჩებზეც (გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქუჩა უერთდება სრულად გადაკეტილ აღმაშენებლის გამზირს და გარდა ამისა, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების განახლების სამუშაოები მოიცავს ასევე რომის ქუჩასაც", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ქალაქ თბილისის მერია ბოდიშს იხდის მოძრაობის შეფერხებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42