უნიჭიერესი აუტისტი მხატვრის ანა ბეთლემელის პერსონალური გამოფენა
საზოგადოება - 19:21, 01 Apr, 2016     3377

ანა ბეთლემელი - 21 წლის აუტისტი ძალიან ნიჭიერი გოგონაა, რომლის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება 2 აპრილს, 19:00 საათზე; „ევროპის სახლში“; მის: შ. დადიანის 2.

ანა თავის სამყაროში ცხოვრობს. უჭირს მეტყველება და ვერ ახერხებს კომუნიკაციას, ამიტომ თავის ფიქრებს, ემოციებს და გრძნობებს ხელოვნების საშუალებით გადმოგვცემს.ის ძერწავს, ხატავს აბრეშუმით, მუშაობს თექაზე და გობელინზე. ასრულებს საგალობლებს.

მის პლასტელინის ფიგურებში საოცარი დინამიკა და სიმეტრიაა. ფიგურების კომპოზიციურად განლაგება და ფერთა ჰარმონიული შეხამებაც გამორჩეულია.

ანა ძალიან პოზიტიური, კეთილი და მოსიყვარულეა.

ჯიპას სტუდენტმა მარიამ ხუციშვილმა თავისი სადიპლომო დოკუმენტური ფილმი სწორედ ანას მიუძღვნა.

ანამ 8 წლიდან დაიწყო პლასტელინით ძერწვა. ბევრი პერსონაჟი ჰყავს შექმნილი.გარკვეული დროის შემდეგ, გობელენით დაინტერესდა. თექასა და აბრეშუმზე მუშაობაც შეისწავლა.ძალიან მოსწონს და ბედნიერია. ბავშვობიდან ღია და ნაზი ფერები იზიდავდა. განსაკუთრებით კი ვარდისფერი უყვარს.

ლია ნიორაძე, ანას დედა:

„ყველა აუტისტი ბავშვის დედას ვეტყოდი, რომ მე მთელი 22 წელი სხვადასხვა ექიმებთან სიარულითა და მედიკამენტებით მკურნალობით ვერ მივაღწიე იმ შედეგს, რაც ახლა უშუალოდ მასთან კომუნიკაციითა და სიყვარულით მივიღე. ანას უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ამით ის ძალიან ბედნიერია. ბავშვისთვის მშობლის დამოკიდებულებას და სიყვარულს დიდი ძალა აქვს. მინდა, რომ ჩემი შვილი შემოქმედებითად კიდევ უფრო განვითარდეს. მას კი საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის ხელშეწყობა სჭირდება. „

ანას ნამუშევრები პირველად 2012 წლის 2 აპრილს TBC ბანკის სათავო ოფისშიაუტიზმით დაავადებული ბავშვების გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

ახლა კი ანა ბეთლემელის პერსონალური გამოფენა გაიმართება 2 აპრილს 19 საათზე „ევროპის სახლში“ შ. დადიანის N 2-ში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42