ფესტივალი „ფანARTი“ საზეიმოდ დაიხურა
საზოგადოება - 14:00, 01 Apr, 2016     2122

ფესტივალი „ფანARTი“ საზეიმოდ დაიხურა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ„ბავშვთა და ახალგზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ და სპონსორმა კომპანიებმა თითოეულ დარგში საკუთარი რჩეულები გამოავლინეს და სამახსოვრო პრიზები გადასცეს. ფესტივალი მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხელოვნების ათ დარგს მოიცავდა:

საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა, მხატვრობა, ქანდაკება, კინემატოგრაფია,სოციალური ტელემედია, როკი და ალტერნატიული მუსიკა, ლიტერატურა, ფოლკლორი, ფოტოგრაფია, სტენსილი.

საღამოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე უძღვებოდა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი საღამო შეაჯამა ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ. ღონისძიებას მუსიკალურად „GEORGIAN BRASS“ აფორმებდა.

ერთერთმა მონაწილემ საავტორო ან იმპროვიზირებულ კლასიკურ მუსიკაში-ნათია სარაჯიშვილმა ვერ შეძლო მოეყვანა თავისი შემსრულებლები, ცენტრმა მას ოცნება აუსრულა და დღეს მისი კომპოზიცია ჩვენი ერთერთი პროექტის „SOUNDCHESK“-ის გამორჩეულმა მონაწილმ მზეჭაბუკ პაჭკორიამ - როიალი, ირაკლი ევსტაფიშვილმა-ფლეიტა, ირაკლი გეწაძემ-ჩელო და მარიამ მაკარაშვილმა შეასრულეს.

კონსულტანტი ფოლკლორის დარგში სვიმონ ჯანგულაშვილი საპატიო მიზეზის გამო საღამოს ვერ დაესწრო, თუმცა თითოეულ ანსამბლს ღირებული და მნიშვნელოვანი საჩუქრები გამოუგზავნა. ფონდისგან „ქართული გალობა“ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახელით მონაწილეებს საჩუქრად ალბომები გადაეცათ.

კონსულტანტებმა და სპონსორებმა საკუთარი რჩეულები გამოავლინეს. სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეულებს საჩუქრად 1 წლიანი ჯანმრთელობის დაზღვევა გადაეცათ. „თიბისი“ ბანკმა რჩეულები ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“ ყველა მონაწილეს 50 ელექტრონული წიგნი გადასცა საჩუქრად და მათ შესაძლებლობა მისცა მონაწილეობა მიიღონ პრემია „საბა“ 2017-ში. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ფესტივალის ყველა მონაწილე სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა, ხოლო რაც შეეხება რჩეულებს, ცენტრი მათ მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებს მოუწყობს.

1. საავტორო, ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული-ციცი კიკაბიძე;

2.მხატვრობა: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული -თამარ მოსულიშვილი; „თიბისი“ ბანკის რჩეული-თინათინ კუჭუხიძე; ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის რჩეულია- ნინო მიქაბერიძე, რომელსაც ცენტრი პერსონალურ გამოფენას მოუწყობს.

3. ქანდაკება: სადაზღვევო კომპანია „არდის“ და „თიბისი“ ბანკის რჩეული - ზაურ გამყრელიძე გახდა. ცენტრისგან კი მას ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ საგზური გადაეცა.

ცენტრი თავის რჩეულს, ბექა ჩხაიძეს პერსონალურ გამოფენას მოუწყობს.

4..როკი და ალტერნატიული მუსიკა: ცენტრი თავის რჩეულს თათია ყურაშვილს ღია ცის ქვეშ სოლო კონცერტს მოუწყობს, სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული კი ანა ცუცუნაშვილი გახდა;

5. ფოტოგრაფია: ცენტრის თავის რჩეულს - აბო ახვლედიანს, პერსონალურ გამოფენას მოუწყობს. სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული - ნინო საბაძე;

6.სტენსილი: ცენტრისა და „თიბისი“ ბანკის რჩეულია-ლევან ტყაბლაძე;

7.კინემატოგრაფია: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული-გვანცა ჟღენტი; „თიბისი“ ბანკის რჩეული-გიორგი გიუნაშვილი; ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში რჩეულის, სოფო ჭინჭარაულის ფილმების ჩვენება მოეწყობა.

8.ლიტერატურა: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული-ქეთი მათითაიშვილი; ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“ რჩეულს ნინო ჭინჭარაულს 100 ელექტრონული წიგნი გადასცა საჩუქრად, ცენტრი კი მას წიგნს დაუბეჭდავს და გამოუცემს.

9. ფოლკლორი: სადაზღვევო კომპანია „არდის“ რჩეული-გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ანსამბლის სოლისტები - ზურაბ ვერძაძე, გიგა დიასამიძე, ავთანდილ თურქია.

ცენტრი თავის რჩეულს ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლს „ფერხისა“ დისკს გამოუცემს და კონცერტს მოუწყობს.

საღამოს დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42