თიბისი გალერეა კონსტანტინე მინდაძის პეროსნალურ გამოფენას მასპინძლობს
საზოგადოება - 12:55, 01 Apr, 2016     1783

თიბისი გალერეა მულტიმედია არტისტის, კონსტანტინე მინდაძის პროექტს, „სიცოცხლის ფორმები -დევიაცია“ (მეორე ნაწილი) მასპინძლობს.

ექსპოზიცია „სიცოცხლის ფორმები - წონასწორობების“ გაგრძელებას წარმოადგენს და მასზე ავტორი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

გამოფენის იდეა არტისტს თავისთავად, დაუგეგმავად გაუჩნდა, მას შემდეგ რაც ბავშვობის მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა გამოფენა ტრაგიკულ შემთხვევაზე არა არის, ის სუიციდის, როგორც „ამოუხსნელი ფაქტის“ ახსნის მცდელობას წარმოადგენს.

არტ-ობიექტების შექმნისას არტისტის ინსპირაციის წყარო ალბერ კამიუს, ფრანც კაფკას, ონორე დე ბალზაკის, თეოდორ დოსტოევსკის, დევიდ ჰიუმის, კარლ იასპერსის და შორენ კირკერგარდის შემოქმედებაგახდა.

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი გიგი ფალავანდიშვილის თანარეჟისორობით შექმნილი ფილმსაც იხილავს, სადაც კონსტანტინე მინდაძის მიერ ბოლო 15 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტებიდან ამონარიდები იყო ნაჩვენები.

კონსტანტინე მინდაძე მულტიდისციპლინარული ვიზუალ-არტისტია, რომელიც ცნობილი ჰოლანდიური არტ -საზოგადოების „Arti et Amicitiae” წევრია. იგი არაერთი საერთაშორისო ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია, როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და აშშ-ში. კონსტანტინე მინდაძის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კორპორაციულ და კერძო კოლექციებში. ბოლო წლების განმავლობაში ავტორის ინსტალაციები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

„სიცოცხლის ფორმები -დევიაცია“ დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 9 აპრილამდე ელოდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42