სამუშაოების ფარგლებში, ჩაიდება ახალი მიწისქვეშა კაბელი, რომელიც ჩაანაცვლებს ჭაობზე გამავალ საჰაერო ხაზს. რეაბილიტაციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაზრდება ქსელის უსაფრთხოება და შემცირდება უამინდობით გამოწვეული დაზიანების ალბათობა.
ქობულეთში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი თებერვალში განხორციელდა: გამოიცვლალა 1500 მ სიგრძის მიწისქვეშა კაბელი და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალაქის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება.
რაც შეეხება ბათუმს, კომპანიამ მარტის შუა რიცხვებში ძველ ბულვარში სრულიად ახალი 10/0.4 კვ ქსელი ააშენა; მთლიანად შეიცვალა დაბალი და საშუალო ძაბვის ქსელის კაბელები, მოხდა ათამდე სატრანსფორმატორო პუნქტის რეკონსტრუქცია და ძველი ამორტიზირებული მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლა.
ზაფხულისთვის მზადების პროექტის ფარგლებში, ენერგო-პრო ჯორჯია გეგმავს სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარისა და გურიის სხვა რეგიონებშიც.
მასალის გამოყენების პირობები






