საქართველოს არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის პროექტი ახალ ფაზას იწყებს
საზოგადოება - 18:35, 31 Mar, 2016     2264
საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“ მომდევნო ფაზას იწყება. ASB საქართველოს ახალი პროექტი „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან“ და „უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრთან პარტნიორობით“ ხორციელდება.

პროექტი რამოდენიმე ეტაპს მოიცავს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანამონაწილეობას დიალოგში სოციალური სერვისების პოლიტიკის საკითხებზე. მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილია სოციალური სერვისების მიმწოდებელი საწარმოების დაფინანსება და მათი საქმიანობის ხელშეწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მუნიციპალიტეტებთან, რომლებიც გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევენ დაფინანსებულ ორგანიზაციებს. კონკურსის შედეგად რამოდენიმე ასეთი ორგანიზაცია შეირჩა, რომელებიც სწორედ სოციალური სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული. შერჩეული საწარმოებია:

„ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ - წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას და მის მიერ ადმინისტრირებული დღის ცენტრები 6–დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გაუწევს მომსახურეობას. ცენტრები იმერეთის სამ ქალაქს მოიცავს. ესენია: ქუთაისი, სამტრედია და თერჯოლა. პროექტი უზრუნველყოფს ბენეფიციართა უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას.

„კეთილდეობისა და განვითარების ცენტრი“ - წარმოადგენს სოციალური სერვისების მიმწოდებელ საწარმოს, რომელიც მოემსახურება გორის რაიონის მაღალმთიან სოფლებში და ბუფერულ ზონაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზრდილებსა და ბავშვებს.

„კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში აჭარის რეგიონში მცხოვრები ზრუნვის საჭიროების მქონე პირებს მიაწვდის შინ მოვლის მომსახურებას.

„საქართველოს სამარიტელთა კავშირი“ გახლავთ სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაცია. ორგანიზაცია თელავის მუნიციპალიტეტში შინ მოვლის მომსახურებას შესთავაზებს მოხუცებს და დახმარებას გაუწევს ხანდაზმულ პირებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.

ქალაქ გორში არსებული ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“ ხანდაზმულთათვის სოციალური სერვისების მიმწოდებელ საწარმოს წარმოადგენს, რომელიც პროექტის ფარგლებში მოემსახურება საქართველოში შეიარაღებულ კონფლიქტების შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ხანდაზმულ წევრებს. სპეციალური მობილური მულტიდისციპლინარული გუნდი მოემსახურება ისეთ მოხუცებს, რომლებიც გეოგრაფიულად შორ მანძილზე ცხოვრობენ.

პროექტ “საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“ ორ ეტაპად განხორციელდება. ორივე ეტაპის ფარგლებში აქტივობები იგეგმება, როგორც საქართველოში ისე უკრაინაში. პირველ ეტაპზე დაფინანსდება 7 სოციალური საწარმო, რომლებსაც გამოეყოთ თანხა 15 ათასი ევროს ექვივალენტის ოდენობით. პროექტის დაფინანსების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე ხელისუფლების (ადგილობრივი ან ცენტრალური) მატერიალური თანამონაწილეობა.

#

ASB-საქართველო: ASB-მ საქართველოში საქმიანობა 1992-1997 წლებში დაიწყო, ხოლო 2010 წელს ქ. კიოლნის ფედერალური ოფისის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნა ASB-ს ქართული ოფისი. დღეს ASB საქართველოში მუშაობს სოციალური სერვისების, კატასტროფის რისკების შემცირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კუთხით. ამ მიმართულებით ორგანიზაცია ახორციელებს რამდენიმე პროექტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. დღესდღეობით ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულია 20-მდე სოციალური საწარმო,როგორც კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. უახლოეს პერიოდში დაფინანსდება 17 სოციალური საწარმო.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.asb.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42