თბილისის რამდენიმე უბანს დღეს წყალმომარაგება 12 საათით შეუწყდება
საზოგადოება - 15:28, 31 Mar, 2016     5836
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს, 31 მარტს, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურში, სასმელი წყლის ორ - 5 000 მ3 მოცულობის რეზერვუარზე, აუცილებელ საპროფილაქტიკო სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩატარება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს 31 მარტს, 20:00 საათიდან 1 აპრილის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

დიდუბის რაიონში:

ლუბლიანას ქუჩის ნაწილს, ბელიაშვილის ქ. N40-ს

საბურთალოს რაიონში:

დიღომო-8-ს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას, ამერიკის საელჩოს, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, გუდვილის მიმდებარე ქუჩებს და ბალანჩივაძის ქუჩას.

ვაკის რაიონში:

ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩას, დელისის I, II, III ქუჩებს,ზაქარიაძის, ქავთარაძის, გამრეკელის, გურიელის, მარიჯანის, ჩიქოვანის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზირს მეტრო დელისიდან მარიჯანის ქუჩამდე (N41-დან ბოლომდე, N48-დან ბოლომდე), ყაზბეგის გამზ. N30-46, მინდელის, სანდრო ეულის და ჯიქიას ქუჩებს.

წყალმომარაგება ხვალ, 1 აპრილს, დილის 08:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11 , ვებგვერდისა და ფეისფუქ-გვერდის მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42