ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ მასწავლებლის იუბილე და განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 11:13, 31 Mar, 2016     809
5000-მდე თემატური სტატია, ასიათასობით მკითხველი, მასწავლებლებისთვის შექმნილი არაერთი სახელმძღვანელო და მილიონობით ჩამოტვირთული ელექტრონული სასწავლო რესურსი - ელექტრონული და ბეჭდური ჟურნალი „მასწავლებელი“ იუბილარია.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა ბეჭდური ჟურნალის გამოცემიდან 8 წელი და ელექტრონული ვერსიის შექმნიდან 4 წელი აღნიშნა. მასწავლებლებისთვის გამორჩეული ელექტრონული რესურსი იუბილეს განახლებული ვებგვერდით შეხვდა, რომელიც ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, ნატო ინგოროყვამ საზოგადოებას წარუდგინა და დანერგილი სიახლეები გააცნო. გარდა ამისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა ისაუბრა ცენტრის კიდევ ერთ ახალ პროექტზე - რეფერირებად ჟურნალზე „განათლების მეცნიერება“, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში ამოქმედდება და მნიშვნელოვანი რესურსი გახდება მასწავლებლების, მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის.

პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური დაესწრო, რომელმაც ჟურნალის სარედაქციო კოლექტივს იუბილე მიულოცა. ღონისძიებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ჟურნალის ავტორები და ის პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ჟურნალის არაერთი რუბრიკის გმირები და რესპოდენტები გახდნენ.

ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ 2012 წელს შეიქმნა და თავისი შინაარსიით ჟურნალის მსგავსად მასწავლებლებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, მშობლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლბისათვის და განათლების სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის მნიშვნელოვანი რესურსი გახდა. ჟურნალისა და ინტერნეტგაზეთის ფარგლებში უკვე მეოთხე წელია გამოდის მასწავლებელის ბიბლიოთეკის სერიით მასწავლებლის წიგნი. ამ სერიით უკვე გამოცემულია ხუთი წიგნი, ხოლო მიმდინარე წელს მათ ორი ახალი წიგნი შეემატება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42