ფესტივალის მეშვიდე დღე ფოტოგრაფიას და სტენსილის მიმართულებას დაეთმო. ხელოვნების გულშემატკივრებმა ხუთი დამწყები ფოტოგრაფის გამოფენადაათვალიერეს. მონაწილეები საფესტივალოდ კონსულტანტმა, გურამ წიბახაშვილმა შეარჩია. აბო ახვლედიანმა, ანა რეხვიაშვილმა ნანა კუჭუხიძემ, ნინო საბაძემ დათამარ გელაშვილმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საგამოფენო სივრცე საკუთარი ნამუშევრებით შეავსეს. დამთვალიერებელმა სხვადასხვა თემაზემომზადებული მრავალფეროვანი ფოტორეპორტაჟი იხილა, რომლებიც ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა შემოსული აპლიკაციებიდან - ხარისხის, კომპოზიციურობისდა ხედვის ნიშნით გამოარჩია: „ფესტივალი“ ფანარტი მნიშვნელოვანი წამოწყებაა ახალგაზრდებისთვის. გასული წლის რჩეული ვახო ხეთაგური დღეს უკვესერიოზულ ფოტოგრაფიას მისდევს და მან არა ერთი პერსონალური გამოფენა გამართა. ეს არის შედეგი ამ ფესტივალის“-აღნიშნა „ფანARTის“ კონსულტანმა.
ღონისძიების მეორე ნაწილი სტენსილს დაეთმო. მირიან შენგელაიამ და კონსულტანტმა DR.LOVE ღონისძიება სანახაობრივი გახადეს და ადგილზე „სთრით არტი“შექმნეს. მანამდე კი მასტერკლასი ჩაატარეს თემაზე - რა არის და როგორ უნდა შეიქმნას სტენსილი. დამსწრე საზოგადოებამ ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილე, 13 წლის ლევან ტყაბლაძეც გაიცნო. სტენსილის მიმართულება „ფანARTზე“ წელს პირველად იყო წარმოდგენილი.
„ფანARTი“ ხვალ იხურება. გელოდებით ყველას, 20:00 საათზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში მონაწილეების დაჯილდოვების საზეიმოცერემონიალზე.
ფესტივალის გენერალური სპონსორია - „თიბისი" ბანკი;
სპონსორები - ელექტრონული წიგნების სახლი „ საბა"; სადაზღვევო კომპანია „არდი"
მედიაპარტნიორები - რადიო „ფორტუნა", „ჟურნალი „თბილისელები“, ინტერნეტ ჟურნალი „ჟოლო“;
მხარდამჭერები- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ევგენი მიქელაძის
სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები