თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ ექსპერტი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში კომანტარს აკეთებს:
„ჩემი აზრით, ახლა დაიწყება "დიდი ბაკქანალიის" ეპოქა თსუ-ში. რექტორი 1 მაისს მიდის. აკადემიური საბჭო 1 ივნისს. 1 ივლისს, კანონის მიხედვით აკადემიურ საბჭოს უნდა დაემატოს ყველა კვლევითი ინსტიტუტის წევრი, ანუ ამჟამინდელი 14 წევრის გარდა, კიდევ ერთი ამდენი დაემატება. დიდია ალბათობა, რომ რადგანაც უმცირესობაში არ უნდათ დარჩენა, ფაკულტეტის წარმომადგენლების რაოდენობაც გაიზრდება. ანუ, თსუ-ს ეყოლება მინიმუმ 30 ადამიანისგან შემდგარი არაეფექტური აკადემიური საბჭო. პარალელურად, ადმინისტრაციის უფროსი არ არის დანიშნული. მისი შერჩევა 10 ივნისამდე უნდა მოხდეს. რამდენად ლეგიტიმური იქნება ამ რექტორის და აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული ადმინისტრაციის უფროსი, ეგ კიდევ სხვა საკითხია. მოკლედ, "შენ დაუკარ!" დრო დგება. არ გაგიკვირდეთ, თუ ამ ყველაფრის შედეგად ახალ რექტორად იხილოთ როინ მეტრეველი, ან გია ჟორჟოლიანი (ეს ხუმრობა იყო)“, - წერს კაპანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






