პენსიების ინდექსირება ინფლაციით შეცდომაა
საზოგადოება - 14:21, 30 Mar, 2016     1692
საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად პენსიის ინფლაციით ინდექსირებაა მოსალოდნელი, რისი მაგალითიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ განვითარებული უცხოური ქვეყნის, თუნდაც წარმატებული მაგალითი ყოველთვის როდია გამოსადეგი განვითარებადი საქართველოსთვის. ამის ასახსნელად გთავაზობთ ცნობილი ინგლისელი ეკონომისტის რობერტ „გიფენის პარადოქსს“.

ბატონმა გიფენმა ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში ირლანდიის მაგალითზე დაადასტურა, რომ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის სამომხმარებლო კალათის ძირითად პროდუქტებზე ფასების ზრდა (ინფლაცია), მასზე უფრო მაღალ მოთხოვნას განაპირობებს (შედეგად კი უფრო მაღალ ინფლაციას). კერძოდ, იმ დროის ირლანდიაში კარტოფილის ფასის ზრდის მიუხედავად მასზე მოთხოვნა არათუ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა. საქმე კი იმაში იყო, რომ იმ პერიოდის ირლანდიაში დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის კარტოფილი კვების ძირითადი პროდუქტს წარმოადგენდა, მცირეოდენ ხორცთან ერთად. თუმცა, თუ მათ აქამდე თვეში რამდენიმე კილო ხორცის შეძენა შეეძლოთ, გაძვირებული ფასის პირობებში ისინი ამ პროდუქტს უკვე ვეღარ წვდებოდნენ და იძულებულნი იყვნენ ისევ კარტოფილის მოხმარება გაეზარდათ.

საქართველოს მაგალითზე ეს იმას ნიშნავს, რომ დაბალი შემოსავლების მქონე პენსიონერი (და არამხოლოდ პენსიონერი), რომელიც თავის შემოსავალს მთლიანად სამომხმარებლო კალათას ახმარს, ხელს უწყობს მისი ღირებულების მომდევნო ზრდას (ანუ ინფლაციას). მათი შემოსავლების ინფლაციით ინდექსირება ახალ ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს და უმნიშვნელოდ თუ გაზრდის პენსიონერის შემოსავალს; მაშინ როდესაც: კარტოფილზე, პურზე და სხვა შედარებით დაბალფასიან, თუმცა ძირითადად სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდა მის მოხმარებას არათუ შეამცირებს (შედარებით ძვირ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდით), არამედ პირიქით. რაც ჯაჭვური ეფექტით ისევ მათ ფასზე ჰპოვებს ასახვას. შედეგად კი ვიღებთ ინფლაციურ სპირალს.

უფრო მეტიც, პენსიის ინდექსირება ინფლაციით არის საფუძველი იმისა, რომ შემდგომ ეტაპზე სკოლის მასწავლებლების, ჯარისკაცების, მაშველების, ექიმების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების და ა.შ. ყველას ხელფასი უნდა გადავიდეს ანალოგიურ მოდელზე, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას და საბოლოოდ შეუძლებელს გახდის ინფლაციური სპირალისგან თავის დაღწევას.

ჩვენი აზრით, მთავრობის მიერ იგივე საკითხზე გამოთქმული მეორე ინიციატივა - „დაგროვებით საპენსიო სისტემაზე“ გადასვლასთან დაკავშირებით ბევრად უფრო საინტერესო წინადადებაა და მისი მომდევნო დამუშავებაა საჭირო. ამასთან ერთად, ინდექსაციასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებების უკეთ გასაანალიზებლად სასურველია მოხდეს დეტალური კვლევის ჩატარება საქართველოს მაგალითზე, რადგანაც ამ მოდელს როგორც ზემოთ ვახსენეთ გარკვეული ნეგატიური ეფექტებიც ახლავს თან.

ვახტანგ ჭარაია,

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42